Home სხვადასხვა “გველი ექსკურსიაზე მყოფმა ბავშვებმა აღმოაჩინეს” – თბილისის ბოტანიკურ ბაღში გაქცეულ გიურზას ეძებენ

“გველი ექსკურსიაზე მყოფმა ბავშვებმა აღმოაჩინეს” – თბილისის ბოტანიკურ ბაღში გაქცეულ გიურზას ეძებენ

119
SHARE

თბილისის ბოტანიკურ ბაღში გიურზას ეძებენ. როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში გვითხრეს, პარასკევიდან დღემდე ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა ქვეწარმავალი ჯერ ვერ აღმოაჩინეს. გიურზას ფოტო ექსკურსიაზე მყოფმა ბავშვმა გადაუღო:
“ფოტო გადაღებულია ბოტანიკურ ბაღში, მინდა აღვნიშნო, რომ აქ ეს სახეობა, კონკრეტულად გიურზა, არ აღწერილა და არც დაუჭერიათ.

ეს ინფორმაცია პარასკევს გავიგეთ, იქედან მოყოლებული ოთხი დღეა მიმდინარეობს ტერიტორიიის მონიტორინგი, მცირე ხნით შეიზღუდა კიდეც ვიზიტორების გადაადგილება.

ორშაბათს ცხოველთა მონიტორინგის სპეციალისტებიც ჩაერთვნენ საქმეში. ჯერ-ჯერობით ვერაფერი აღმოაჩინეს.

როგორც ვიზიტორების, ასევე თანამშრომების უსაფრთხოება დაცულია, რადგან ჩვენი სპეციალისტები ტერიტორიას არ ტოვებენ”, – ამბობს თბილისის ბოტანიკური ბაღის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი გიორგი თარხნიშვილი.

წყარო: mshoblebi.ge

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here