თბილისის მერმა და მისმა მეუღლემ, დიზაინერმა ანუკი არეშიძემ, გასული შაბათ-კვირა შვილებთან ერთად, ლოპოტას ტბაზე გაატარეს. უქმეების ამსახველი ფოტოები კი კახამ და ანუკიმ თავიანთ გამომწერებს “ინსტაგრამის” საშუალებით გაუზიარეს. როგორც ფოტოებიდან ჩანს, კალაძეებმა ერთად ითევზავეს კიდეც.
კალაძეების ოჯახი საზოგადოებაში პოპულარობით სარგებლობს და მათ ერთობლივ ფოტოებზე ადამიანთა დიდი ნაწილი დადებით კომენტარს წერს, ამჯერად განსაკუთრებული ყურადღება ანუკისა და კახას უმცროსმა ვაჟმა, ნიკოლამ დაიმსახურა, კომენტარების ავტორთა დიდი ნაწილი მას მამას ამსგავსებს.
“მგონი, მარტო ეს გგავთ”, “ეს ბოლო რა სხვანაირია”, “ორი ერთნაირი”, “მამის ასლი”, – წერენ კომენტარებში.



