Home კვება „საშიში“ ფაფა მწერებით… რამდენიმე კოვზის შემდეგ ბავშვს დისბაქტერიოზი აღმოაჩნდა”

„საშიში“ ფაფა მწერებით… რამდენიმე კოვზის შემდეგ ბავშვს დისბაქტერიოზი აღმოაჩნდა”

467
SHARE

“ჩვილისთვის სხვადასხვა საკვები აფთიაქში ვიყიდე. იმავე ღამეს, ბავშვს ფაფა მოვუმზადე და რამდენიმე კოვზის დაგემოვნების შემდეგ მწერი ვიპოვე. რა თქმა უნდა, ძალიან შემეშინდა და ძალიან გავბრაზდი, რადგან მომხმარებელი მსგავსი უსიამოვნებებისგან დაცული უნდა იყოს. ბავშვი ორი დღე ცუდად გრძნობდა თავს, სულ ტიროდა. პატარას ლაბორატორიულ ანალიზს ვუკეთებთ“, – ამის შესახებ 8 თვის ჩვილის დედა, თათია წერეთელი წერს.

პრაიმტაიმმა“ ბავშვთა კვების დაბინძურების შესახებ სტატია თითქმის ერთი თვის წინ, სათაურით „დედამ ჩვილის საკვებში გაურკვეველი მწერი აღმოაჩინა“ გამოაქვეყნა. ჩვენ თათია წერეთელი დაგვიკავშირდა და მისი შვილის გამოკვლევის შედეგად დადგენილი კუჭ-ნაწლავის დაავადების დადასტურების შესახებ გვიამბო.

„მას შემდეგ რაც, ჩემი შვილის საკვებ მზა ფაფაში მწერი ვიპოვე, ბავშვი ავად გამიხდა. მართალია, სულ რამდენიმე კოვზი ჰქონდა მირთმეული, როცა საკვებში რაღაც საშინელი მრავალსაცეცა მწერი აღმოვაჩინე, მაგრამ ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ დისბაქტერიოზი დამართნოდა. კომპანია ამ ამბის გახმაურების შემდეგ არ დამკავშირებია, აღარ დაინტერესებულან ჩემი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით.

სამაგიეროდ, დიდი დრო დაგვითმო სურსათის უვნებლობის სამსახურმა. ეს უწყება გულისხმიერად ამოგვიდგა მხარში, მათ კანონი რის გაკეთების საშუალებასაც აძლევს, ყველაფერი გააკეთეს. ჩემთვის მთავარია, რომ ამ კონკრეტული ფაფის სერია გაყიდვიდან ამოღებულია. მითხრეს, რომ პროდუქცია სრულად გაიწერა. ამით, ერთი მხრივ, ჩემი სიმართლეც დამტკიცდა და მეორე მხრივ, სხვა ჩვილები ინფიცირებას გადარჩნენ“, – ამბობს თათია წერეთელი.

იმის გამო, რომ 8 თვის ბავშვის ლაბორატორიული კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტი მოზარდის შესახებ პერსონალურ მონაცემებს შეიცავს, „პრაიმტაიმი“ მისი გამოქვეყნებისგან თავს იკავებს.

წყარო: primetime.ge
Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here