Home სხვადასხვა 12 წლის ბიჭის მდგომარეობა, რომელსაც მატარებელი დაეჯახა, მძიმეა

12 წლის ბიჭის მდგომარეობა, რომელსაც მატარებელი დაეჯახა, მძიმეა

189
SHARE

12 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც თბილისში მატარებელი დაეჯახა, მძიმეა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” იაშვილის კლინიკაში განუცხადეს, ამ დროისთვის მოზარდი მართვის სუნთქვაზეა.

მათივე ინფორმაციით, ამჟამად მოზარდი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში იმყოფება.

ინფორმაციისთვის, მეტროსადგურ “გოცირიძის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მოზარდს მატარებელი დაეჯახა. მომხდარის შედეგად მოზარდი დაშავდა, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც შსს-ში განგვიცხადეს, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის წესების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

წყარო: “ინტერპრესნიუსი”

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here