Home სხვადასხვა “მზე ჩავიდა…” – 19 წლის “ყველა-ფერი” გოგონა ინსულტით გარდაიცვალა

“მზე ჩავიდა…” – 19 წლის “ყველა-ფერი” გოგონა ინსულტით გარდაიცვალა

1042
SHARE

“მზე ჩავიდა… წავიდა იქ, სადაც უფრო მეტი სიკეთეა, სინათლე და სიმშვიდე…” – 19 წლის “ყველა ფერი” გოგონა, ლიკა კიკნაველიძე მოულოდნელად გარდაიცვალა.

გავრცელებული ვერსიით, გარდაცვალების მიზეზი ინსულტია. საუბრობენ ასევე ანევრიზმაზე.

გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე მისმა მეგობრებმა გაავრცელეს პოსტი:

“გოგონა, რომელიც ცხოვრებას შეგაყვარებს, გაგიფერადებს და სხვაგვარი თვალით დაგანახებს. პოზიტივი სილაღე და ყველა ფერი კარგი ერთად, აი ასეთ ლიკუნას ჭირდება ჩვენი დახმარება. 13 ოქტომბერს ჩაუტარდა ოპერაცია და ახლა კომაშია, იბრძვის სიცოცხლისთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში, რადგან ისევ გაგვიფერადოს ცხოვრება ჩვენმა ციცინათელა გოგომ, ისევ გაიღიმოს და გაგვაბედნიეროს.

მეგობრებო, ძალიან გთხოვთ დავეხმაროთ მას, ამ სირთულის დაძლევაში. ეკლესიაში, ან თუნდაც სახლში თითო სანთელი დავანთოთ და ერთად ვილოცოთ ლიკა კიკნაველიძის გადასარჩენად…”, – წედნენ მეგობრები.

სამწუხაროდ, გოგონა კომიდან ვერ გამოვიდა და გარდაიცვალა…

“მზე ჩავიდა… წავიდა იქ, სადაც უფრო მეტი სიკეთეა, სინათლე და სიმშვიდე…. გამძლეობა მისცეს ღმერთმა შენს უბედურ მშობლებს ლიკა…“, – წერს ოჯახის ერთ-ერთი ახლობელი.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here