Home მედიცინა “ეს მეტწილად გამოწვეულია მშობლების დაუდევრობით…” – გულის დაავადებები ბავშვებში

“ეს მეტწილად გამოწვეულია მშობლების დაუდევრობით…” – გულის დაავადებები ბავშვებში

131
SHARE

“რამდენად არის პრობლემური გულის დაავადებები ბავშვებში და რა სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ მოსალოდნელი გართულებები თავიდან ავიცილოთ”, – აღნიშნულ საკითხზე ჩვენს კითხვებს პასუხობს ცნობილი კარდიოლოგი ანზორ მელია.

ბატონო ანზორ, დღეის მდგომარეობით რამდენად პრობლემურია გულის დაავადებები ბავშვებში?

თანდაყოლილი მანკები არ არის იმდენად ხშირი, როგორც ადრე იყო. ამ კუთხით, სამშობიაროში მაღალ დონეზე ტარდება გამოკვლევები და დროულად ისმევა დიაგნოზი. რაც შეეხება შეძენილ მანკებს, ეს მეტწილად გამოწვეულია მშობლების დაუდევრობით. როცა ბავშვი ადვილად იღლება, ყელი ტკივა, სიცხე აქვს, ამ სიპტომებს არ აქცევენ ყურადღებას, არადა ასეთ დროს ვითარდება რევმატიზმი, შემდეგ კი მანკი. უფროსებს კი პატარები დროზე არ მიჰყავთ ექიმთან. ექიმის დროული ჩართულობით მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილება ადვილია.

აღნიშნეთ, რომ დაავადება უყურადღებობის გამო შესაძლოა გამოგვრჩეს, წლის განმავლობაში რამდენჯერ უნდა ვანახოთ ბავშვი ექიმს?

სასურველია, 4-5 წლის ასაკიდან წელიწადში ერთხელ გაკეთდეს ექოსკოპია. თუ ყველაფერი ნორმაშია, მაშინ ხშირად გასინჯვა აუცილებელი არ არის, მაგრამ ბავშვს თუ სიცხეები აქვს დაბალი – 37, 37.1, აწუხებს მუხლის სახსრები, გულის აჩქარება, ადვილად იღლება, ასეთ დროს აუცილებლად უნდა მიიყვანონ კარდიოლოგთან.

რა რჩევებს მისცემთ მშობლებს, რომელთა შვილებიც სპორტით არიან დაკავებული?

ბავშვებს, რომლებიც სპორტით არიან დაკავებული, აუცილებლად სჭირდებათ კარდიოლოგის მეთვალყურეობა იმის გამო, რომ ძალიან არ დატვირთონ ორგანიზმი. კარდიოლოგმა უნდა ურჩიოს, რა სახის დატვირთვები შეიძლება კონკრეტულ შემთხვევაში. განსაკუთრებით ეს ფეხბურთელებს ეხებათ. არცთუ იშვიათია შემთხვევა, როდესაც ახალგაზრდა პერსფექტიული ფეხბურთელი, რომელიც კარგად თამაშობს და უკვე გავიდა საერთაშორისო არენაზე იბლოკება მანკის გამო. რადგან საზღვარგარეთ მკაცრად აკონტროლებენ სპორტსმენების ჯანმრთელობას.

წყარო: mshoblebi.ge

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here