Home სხვადასხვა “გაჩერდა პულსი, მიჩუმდა გული… მაგრამ აქ დარჩება ჩემი კეთილი სული” – ...

“გაჩერდა პულსი, მიჩუმდა გული… მაგრამ აქ დარჩება ჩემი კეთილი სული” – რას წერდა ლენო გარდაცვალებამდე

180
SHARE

ტელესახე ლულუ კახიანისა და მუსიკოს გიორგი გვარჯალაძის 15 წლის გოგონა ლენო, რომელიც ამ წლის ივნისში გარდაიცვალა, სოციალურ ქსელში არაერთ ჩანახატს ავრცელებდა. მისი უამრავი ნახატი, ვიდეოჩანაწერი, ჩანახატი თუ ლექსი, ოჯახის მიერ შექმნილ ფეისბუქგვერდზე ” Lenø Art” შეგიძლიათ იხილოთ. ცოტა ხნის წინ, გვერდმა გოგონას ემოციური პოსტი გააზიარა, რომელიც მან სამი წლის წინ დაწერა.

,,გარეთ ქარი ქრის, არხევს ყველაფერს

ძლიერი ნიავი, სწრაფად მიშლის თმებს

მიმოიხედავ! არავინ ჩანს,

გადააბიჯებ, სიცოცხლის ზღვარს!

დასუსტებული, გული წასული

ამდენ გზას გასული

მთაში ასული!

მაგრამ ამ ყველაფერს ხომ აქვს დასასრული?

მაგ დროს ჩამოინგრა ის დიდი კლდე

და მაშინ დადგა ის ცუდი დღე!

გაჩერდა პულსი, მიჩუმდა გული

მაგრამ აქ დარჩება ჩემი კეთილი სული″, – წერდა ლენო.

ცნობისთვის, ტელესახე ლულუ კახიანი “ფორტუნასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ თავისი შვილის ნახატების გამოფენას მალე მოაწყობს და იცის, რომ ამ დროს ლენოც მათთან ერთად იქნება და ბოლოს და ბოლოს დაინახავს, როგორ უყვართ თავისი ოჯახის წევრებს.

,,გადავწყვიტეთ, რომ ლენო გამოფენას იმსახურებს. 50-ზე მეტი ნახატია და ბავშვის ნახატს არც ერთი ჰგავს. საკუთარ თავსაც ისე ხატავს, რომ აუცილებლად მიხვდები, ეს ლენოა!.. მაისურების, ჩანთებისა და ბარათების დაბეჭდვასაც ვგეგმავთ ამ პრინტებით, რაც შემდგომ ონლაინ გაიყიდება. გამოფენის ზუსტ თარიღს ჯერ ვერ გეტყვით, მაგრამ იმის თქმა შემიძლია, რომ გამოფენა ლენოს ერთ-ერთ საყვარელ ადგილას გაიმართება. დარწმუნებული ვარ, ლენოც იქ იქნება… იმედია, ამ დღეს თვითონაც ბედნიერი იქნება, რადგან ყურადღების ცენტრში მოექცევა…”, – ამბობს ლულუ კახიანი.

 

წყარო: fortuna.ge

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here