Home მედიცინა “ეს მავნე ნივთიერებები პირდაპირ კავშირშია სიმსივნური დაავადებების განვითარების რისკთან”

“ეს მავნე ნივთიერებები პირდაპირ კავშირშია სიმსივნური დაავადებების განვითარების რისკთან”

261
SHARE

“რატომ უნდა შეარჩიოთ მოვლის საშუალებები ორსულებისა და ბავშვებისათვის ფრთხილად”, – ამის შესახებ პედიატრი თამარ ობგაიძე სოციალურ ქსელში წერს:

თითქოს ჩვეულებრივი ამბავია – ვიზიტზე ხშირად მოჰყავთ დედებს გამოპრანჭული პატარა გოგონები, ლამაზი სამოსით, პაწაწინა ტუჩებზე პომადითა , შეღებილი თმით და ფრხილებზე ათასფერი ლაქით. მოინდომა პატარამ და უფროსებმაც მარტივად აუსრულეს სურვილი.

იცით, რამდენ ქიმიურ აგენტს ეხებიან პატარები ყოველდღიურად? გსმენიათ რამე პარაბენების, ფტალატების, ფენოლების მავნე ზემოქმედების შესახებ ორგანიზზმზე? რა გზით შეიძლება ეს მავნე ნივთიერებები მოქმედებდეს ბავშვის ზრდასა და ჯანმრთელობაზე?

უკანასკნელ ათწლეულებში მეცნიერებმა შენიშნეს, რომ დაჩქარდა არამარტო ბავშვის ზრდის ტემპი, რასაც აქსელერაცია ეწოდება, არამედ სექსობრივი მომწიფებაც უფრო ადრე დგება, ვიდრე გასულ საუკუნეში.

ყველა დედამ იცის, მენსტრუაციის დადგომის შემდეგ გოგონას სიმაღლეში ზრდა ნელდება, ნაადრევი სქესობრივი მომწიფება ხშირად კავშირშია წონის მატებასთან, მომდვენო ეტაპებზე კი ძუძუს და საკვერცხის დაავადებების განვითარების მაღალ რისკთან.

სად იმალებიან მავნე ქიმიკატები

პარაბენები კონსერვანტებია, რომელბიც ზრდიან კოსმეტიკური საშუალებების ვარგისიანობის ვადას. ამიტომ მათ ხშირად შეხვდებით შამპუნებში, დასაბან გელებში, სხვადასხვა კოსმეტიკურ საშუალების შემადგენლობაში.

ფტალატებს სუნამოებში, დეოდორანტებში, შამპუნებში, ფრჩხილის ლაქებში და კოსმეტიკურ საშუალებებში იპოვით. ამ მავნე ნივთიერებებს ზოგიერთი პლასტმასაც შეიცავს, ამიტომ, როცა საქმე ბავშვთა კვებისათვის საჭირო ჭურჭელს ეხება, განსკუთრებულად ფრთხილად უნდა ვიყოთ.

ფენოლები, მათ შორის ტრიკლოზანი, ანტიბაქტერიული საპნების და კბილის პასტის შემადგენლობაშია. ცნობისათვის, აშშ წამლისა და სურსათის სააგენტო ტრიკლოზანის შემცველი პირადი ჰიგიენის საშუალებების მოხმარებას რეკომენდაციას არ უწევს. ფენოლები შედის პომადებში, თმის ლაქებში, კანის ლოსიონებში და ზრდის ამ საშუალებათა მოქმედების ვადას.

რაც შეეხება ლაურილ სულფატს, რომელიც ასაქაფებელი ნივთიერებაა და შედის ბევრი საპნის, შანპუნის, ტანის გელის შემადგენლობაში, აშშ წამლისა და სურსათის სააგენტო მას არ განიხილავს, როგორც კანცეროგენს, თუმცა ამ ნივთიერებას შეუძლია კანის გაღიზიანება და უმჯობესია, თუ ჩვილების შამპუნებსა და ტანის გელებში არ იქნება.

რა შეუძლიათ ქიმიკატებს

ის, რომ ეს მავნე ნივთიერებები პირდაპირ კავშირშია სიმსივნური დაავადებების განვითარების რისკთან, საყოველთაოდ ცნობილია.

შეუძლიათ თუ არა მათ ზემოქმედება ადამიანის რეპროდუქციულ სისტემაზე?

სულ ახლახანს, 2019 წლის იანვარში ჟურნალ Human Reproduction, (Volume 34, Issue 1), რომელიც ერთ-ერთი ყველაზე წონიანი გამოცემაა ადამიანის რეპროდუქტოლოგიის საკითხებზე, გამოქვეყნდა პროფესორ Kim Harley-სა და მისი კოლეგების (აშშ) სამეცნიერო ნაშრომი იმის შესახებ, თუ რა გავლენას შეიძლება ახდენდეს საყოფაცხოვრებო ქიმიური აგენტები ბავშვის ნაადრევ სქესობრივ მომწიფებაზე.

კვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნა ორსული ქალების ჯგუფი, რომელთა შარდში ფიქსირდებოდა ფტლატების, პარაბენების, ფენოლების მაღალი კონცენტრაცია. 9 წლის შემდეგ შესწავლილ იქნენ მათი შვილები – 179 გოგონა და 159 ვაჟი. კვლევის შ ედეგი დამაფიუქრებელია – გამოვლინდა აშკარა კავშირი ერთის მხრივ კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებასა და ქალების შარდში ფტალატების, პარაბენების, ფენოლების მაღალ კონცენტრაციასთან და მეორეს მხრივ ამ ქალების გოგონების ნაადრევ სქესობრივ მომწოფებასთან.

როგორც ჩანს, ამ მავნე ნივთიერებებს აქვთ უნარი, ზემოქმედება მოახდინონ ბავშვის ენოკრინულ ისიტემაზე, მათ აქვთ ესტროგენების (ქალის სასაქესო ჰორმონების) მსგავის მოქმედება და ამიტომ ნაადრევი სქესობრივი მომწიფებაც დგება.

რაც შეეხებათ ვაჟებს, მეცნიერებმა ასეთი კორელაცია ვერ აღმოჩინეს – როგორც ჩანს, მამაკაცის სასაქესო ჰორმონების- ანდროგენებისმაგვარი მოქმედება მათ არ აქვთ და ამ გზით არ მოქმედებენ ვაჟების რეპროდუქციულ სისტემაზე.

საყურადღებოა, რომ ბავშვის განვითარების მანძილზე არსებობს რამდენიმე კრიტიკული პერიოდი, როცა მავნე ფაქტორების ზემოქმედება განსაკუთრებულად აისახება მის ორგანიზმზე, მათ შორის მუცლადყოფნის და ადრეული განვითარების პერიოდებში.

უნდა ითქვას, რომ ქალების ორგანიზმში პარაბენების, ფენოლების და სხვა მავნე ქიმიკატების არსებობა ამერიკელ მეცნიერებს არ გაჰკვირვებიათ. აშშ-ში ჩატარებული ნაციონალური კვლევით, რომელიც მოსახლეობის ჯანმრთელობისა და კვების სტატუსს იკვლევდა 2001-2010 წლებში, გამოკვლეული ქალების 90%-ს შარდში ფტალატების და პარაბენების მაღალი კონცენტრაცია აღმოაჩნდათ.

სტატიის ავტორი ფიქრობს, რომ ამ მიმართულებით აუცილებელია შემდგომი კვლევების ჩატარება.

რა შეიძლება გავაკეთოთ?

შეძლებისდაგვარად, ეცადეთ, გამოიყენეთ ბიოპროდუქტები.

შეზღუდეთ პლასტმასის კონტეინერების გამოყენება საკვების მოსამზადებლად და შესანახად.

ბავშვის ჭურჭლის შერჩევისას უპირატებოსობა უსაფრთხო პრდუქციას უნდა მიენიჭოს ხარისხის შესაბამისობის სერტიფიკატით. ასეთ პროდუქციას წამყვანი მწარმოებლები გვთავაზობენ.

კოსმეტიკური საშუალებების შეძენისას ყურადღებით წაიკითხეთ მისი შემადგენლობა და ისეთი შეარჩიეთ, რომელიც არ შეიცვას პარაბენებს, ფტალატებს და ფენოლებს.

შეზღუდეთ პირადი ჰიგიენის ისეთი საშუალებების გამოყენება, რომელებიც ტრიკლოზანს შეიცავენ (საპნები, კბილის პასტები). გახსოვდეთ, ხელზე მიკრობების განადგურებისათვის სრულიად საკმარისია ხელის ჩვეულებრივი საპნითა და წყლით დაბანა.

დაბოლოს, არ არის აუცილებელი თქვენი პატარა პრანჭია აუცილებლად პარაბენგაჟღენთილი მაკიაჟით და ფრხჩხილის ლაქით წარუდგინოთ სამყაროს, ის ხომ ისედაც ძალიან ლამაზი და საყვარელია.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here