Home სხვადასხვა ცოცხლად დამარხული ჩვილი გადაარჩინეს

ცოცხლად დამარხული ჩვილი გადაარჩინეს

102
SHARE

ინდოეთის ჩრდილოეთით ცოცხლად დამარხული ახალშობილი გოგო იპოვეს.

ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, შემზარავი აღმოჩენა ერთ-ერთი სოფლის მკვიდრმა გააკეთა, როცა თავისი გარდაცვლილი შვილისთვის საფლავს თხრიდა. გოგო 90 სანტიმეტრის სიღრმეზე იყო დამარხული. ადგილზე მისულმა პოლიციის თანამშრომლებმა ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას მკურნალობენ. პოლიციამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო. სამართალდამცველები ბავშვის მშობლებს ეძებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ გოგო მათი თანხმობით დაკრძალეს.

გენდერული დისკრიმინაცია ინდოეთში ფართოდ გავრცელებული პრობლემაა. ქვეყანაში მამრობითი სქესის ბავშვი უფრო სასურველად ითვლება, ამიტომ ახალშობილი გოგოების დაბადებისთანავე მკვლელობა უჩვეულო არ არის.

წყარო: tv25.ge

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here