Home კვება კვებითი ალერგია პატარებში და ყველაზე ალერგიული პროდუქტები – ბიძინა კულუმბეგოვის რეკომენდაციები

კვებითი ალერგია პატარებში და ყველაზე ალერგიული პროდუქტები – ბიძინა კულუმბეგოვის რეკომენდაციები

202
SHARE

“რა უნდა ვიცოდეთ ალერგიული პროდუქტების შესახებ, როგორ ვლინდება საკვებზე ალერგია, რა პროდუქტებს უნდა მოვარიდოთ პატარები და როგორ ვუმკურნალოთ ალერგიის ამ ფორმას”, – ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში ,,სტუმრად ექიმთან” ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ისაუბრა.

რა ტიპის ალერგიაა კვებითი ალერგია და როდის იწყება მისი პირველი გამოვლინება?

კვებითი ალერგია ძალიან რთული საკითხია, სტატისტიკის მიხედვით დღეისათვის მსოფლიოში 200-250 მილიონ ადამიანს აწუხებს კვებითი ალერგიის ესა თუ ის ფორმა. ალერგია შეგვიძლია დავყოთ სხვადასხვა ფორმების და გამოხატულების მიხედვით რაც დამოკიდებულია ძირითადად კვების ნაირსახეობაზე  და მნიშვნელოვანია ასაკობრივი ჭრილი.

პირველი მანიფესტაციის შემდეგ, როდესაც ადამიანი მოევლინება ამ სამყაროს, კვებითი ალერგია არის ყველაზე ხშირი, რომელიც შემდეგ უკვე გადადის სასუნთქ გზებზე, ანუ რინიტი და ბრონქული ასთმა.

არსებობს არაჩვეულებრივი თანამედროვე ამერიკელი ავტორების მიერ მოწოდებული და ევროპელი ავტორების მიერ ადაპტირებული გაიდლაინი, რომლის მიხედვითაც კვებითი ალერგიების დაყოფა ხდება.

ჩვენ თავიდანვე არ ვამბობთ სიტყვას კვებითი ალერგია, ზოგადად ვამბობთ, რომ რაღაც არ მომეწონა საკვებთან მიმართებაში.  თუ ჩვენ ვიტყვით, რომ კვებაზე არის არასასურველი რეაქციები და ასეთი ჩივილების მქონე ადამიანი 250 მილიონამდეა მსოფლიოში, ამ ადამიანების რაღაც ნაწილს კვებითი ალერგია შეიძლება ქონდეთ სისხლში, მახსოვრობის ანტისხეულებით, ანუ იმუნოგლობულინით გამოწვეული ალერგიები.  იმუნოგლობულინი, რომელიც ალერგიაზეა პასუხისმგებელი, არის,,იმუნოგლობულინი-ი(ე)” და თუ მე მაქვს ,,იმუნოგლობულინი – ი(ე)”, ეს ნიშნავს რომ მაქვს ამ ,,იმუნოგლობულინით” გაშუალებული კვებითი ალერგია. ეს ანტისხეულები არის სწრაფი მორეაგირე ტიპის ანტისხეულები, ანუ მყისიერ რეაქციებს იძლევიან, მსგავსი რეაქცია ვითარდება საკვების მიღების შემდეგ რამდენიმე წამიდან მაქსიმუმ ორ საათში.

კლინიკური გამოვლინება ასეთ დროს პირველ რიგში არის ,,ურტიკარია” ანუ ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება, ძირითადად პირის ღრუსთან, გასტროესტენსტინალური პრობლემები, ანუ მუცლის ტკივილი, გულის რევა და შეიძლება მივიდეთ რთულ ალერგიულ რეაქციებამდე, რაც ხანდახან და არც თუ ისე იშვიათად, მსოფლიოში ფატალური ანაფილაქსიით ანუ სიკვდილითაც კი მთავრდება.

ეს ძირითადად ეხებათ ადამიანებს, რომლებსაც არახისზე, თევზეულზე და სხვა პროდუქტებზე ზოგადად რთული ალერგიები აქვთ. საბედნიეროდ ,,იმუნოგლობულინი ი(ე) ” -თ გაშუალებული პროცენტი, ანუ საშუალო გავრცელება არც თუ ისე დიდია. ცნობილია, რომ ბავშვების 6-8 % არის ალერგიის ამ ფორმით დაავადებული.  არსებობს არასასურველი კვებითი რეაქციის ფორმები, რომლებშიც იმუნოგლობულინი არ მონაწილეობს. თუ 2 წლამდე პატარას ძროხის რძის ცილის მიმართ აქვს ალერგია, მაგრამ ხელოვნური საკვების მიღების შემდეგ არ შუპდება, არ იფოთლება, არ ეწყება გულისრევა, რასთან გვაქვს საქმე ? ბავშვების თითქმის 60%-ს, ვისაც კვებითი ალერგია აქვს ძროხის რძეზე, ქათმის კვერცხზე და ა.შ. თუ ადგილი არ აქვს ალერგიის მყისიერ გამოხატულებას, ძირითადად პირველ რიგში გამოხატულება თავს იჩენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევაში, ალერგიული ეზოფაგიტი, ყველასთვის გასაგებად რომ ვთქვათ, ბავშვს აქვს წამოქაფების და ღებინების შეუპოვარი ეპიზოდები. თუ ეს მოვლენები ბავშვის განვითარებას ხელს არ უშლის და შეთავსებადია, ექიმებს არ მიაქვთ  ეჭვი, რომ რაღაც ანატომიური დაბრკოლებაა, თუ არის მსგავსი პრობლემა გამოცდილი პედიატრი ამას ადგენს რა თქმა უნდა, მაგრამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ძალიან დიდი რისკია ჩვილ ბავშვს ეს ამოქაფებული მასა გადასცდეს და სასუნთქ გზებში აღმოჩნდეს და ასპირაცია განუვითარდეს.

ასევე ხშირად მოდიან ჩემთან მშობლები და მეუბნებიან, რომ მსტვინავი სუნთქვა აქვს ბავშვს, ვიზინგად წოდებული, ასთმისთვის დამახასიათებელი, ამ დროს 3, 5, 8 თვის ასაკის ბავშვთან არ შეიძლება ალერგია იდგეს, მტვერი და ასე შემდეგ. ხშირად პედიატრსაც გონია რომ ასთმაა, გამოსავალი კი ასეთ დროს კვებითი ალერგიის ამ ფორმის მიმართ არის სწორი საკვების შერჩევა, ჰიპოალერგიული და ჰიდროლიზირებული ნარევის სწორად შერჩევა მაქსიმუმ ერთ კვირაში სრულად იძლევა სიმპტომების უკუგანვითარებას და შესაბამისად დიაგნოზიც და მკურნალობაც ამ შემთხვევაში სწორი საკვების შერჩევაა .

კუჭნაწლავი – კუჭის ლორწოვანში, ნაწლავებში, ამას ქვია გასტრიტი, გასტროკოლიტი, პროქტოკოლიტი, ბავშვს შეიძლება ჰქონდეს სისხლის წვეთი და  ლორწოში სისხლის შემცველობა, პირველი რასაც აკეთებს ექიმი, ინფექციურ გენეზს გამორიცხავს, დიზენტერია, შიგელოზი ან რაიმე მსგავსი არ იყოს და თუ ეს ყველაფერი გამოირიცხა და ბავშვის განვითარება ნორმალურია, სანამ ანემია, სისხლნაკლებობა განვითარდება, პირველი ეჭვი ექიმმა უნდა მიიტანოს და მშობლები უნდა იყვნენ ინფორმირებული, რომ ექიმებს მივახვედროთ, ეს ხომ არ არის ძროხის რძის ცილაზე კუჭ-ნაწლავის რეაქცია, აქაც სწორი საკვების შერჩევაა გამოსავალი, რაც დაავადების სრულ რემისიას იძლევა.

 

უნდა ითქვას, რომ თუ ჩვენ გვაქვს სწრაფი და დაუყოვნებლივი ალერგია ასაკობრივად ცოტა რთულად სამართავია, რადგან 6 წლის ასაკში ძროხის რძის მიმართ ალერგია თითქმის 90%-ში დაკარგულია, კვერცხის მიმართ თითქმის 70%-ში, თევზეულის და თხილის მიმართ კი სამწუხაროდ მთელი ცხოვრება ნარჩუნდება. საქართველოში, პოპულაციურად, კვლევების საფუძველზე დგინდება რომ მოზრდილებს უფრო ნიგოზის ალერგია აქვთ, მაგალითად ამერიკაში არაქისის, ისრაელში სეზამის, იაპონიაში თევზეული. ანუ რას მოიხმარს ტრადიციულად საზოგადოება, ჩვენთან წამყვანი ალერგენი არის ნიგოზი, ბავშვთა ასაკში კი რძე და კვერცხი, როგორც მსოფლიოს ყველა ნაწილში. თუ ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ ალერგიაზე რომელიც სწრაფი გადაუდებელი და დაუყოვნებელია, ასაკობრივად რძე და კვერცხი დაკარგვადია, დანარჩენი ალერგენები პრობლემაა. ალერგია შეიძლება მოულოდნელად დაატყდეს ოჯახს თავს, ასეთ დროს უნდა იცოდეს, როგორ იმოქმედოს. რაც შეეხება მეორე ფორმას, კუჭნაწლავის ტრაქტით გამოხატულს, თითქმის 99%-ში 2,5-3 წლის ასაკში აღარ გვხვდება და მოზრდილობის ასაკში პაციენტს არ უგრძელდება.

როდესაც ჩვენ გვსურს,  პაციენტს დავუდგინოთ, ალერგიის რომელი ფორმა აქვს მას და უნდა ვთხოვოთ არცთუ იაფი ანალიზების გაკეთება, ყურადღება უნდა გავამახვილოთ სიმპტომების იმ ჩამონათვალზე, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ.  ალერგოლოგია სისხლის გზით თუ კანის სინჯით ეძებს, ცირკულირებს თუ არა იმუნოგლობულინი სისხლში. თუ ასეა, მაშინ მექნება სწრაფი რეაქცია, – ჭინჭრის ციება, ურტიკარია, კვინკეს შეშუპება და ანაფილაქსიურ შოკთან ახლოს მყოფი რეაქცია. თუ ამა თუ იმ საკვების მირთმევის შემდგომ, რამდენიმე წუთში დაფიქსირდება ამგვარი რეაქცია, თუკი ბავშვმა ერთი სახეობის საკვები მიიღო, ეჭვი მიგვაქვს მასზე და ანალიზის გაკეთებას ასეთ დროს აზრი აქვს.  რასაკვირველია, შეფასების ტესტსისტემასაც აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ჩვენ ამის პოვნა შეგვიძლია. ზოგადად სწორი საკვების არჩევა არის დიაგნოსტიკა და შესაბამისად ავტომატურად მკურნალობაც.

როგორ უნდა მივხვდეთრომ ბავშვს კვებითი ალერგია აქვს ?

ხშირად ცნებებს აუტანლობა და კვებითი ალერგია ერთმანეში ურევენ ხოლმე. მინდა განვმარტო, რომ კვებითი ალერგია არის კვებითი ალერგია, კვებითი აუტანლობა კი რომელსაც მეორენაირად კვებით ინტოლერანტობას უწოდებენ, ესეც არასასურველი კვებითი რეაქციაა საკვებზე, მაგრამ არანაირი მონაწილეობა იმუნოლოგიას, ანტისხეულებს არ მიუძღვის, მაგალითად ყველაზე ხშირი ინტოლერანტობის ფორმაა ლაქტოზის აუტანლობა, ამიტომ გვხდება წარმოებაში ულაქტოზო ყველი, რძე, ხაჭო, მაწონი, ნაყინი და ა.შ. ალერგია არსებობს მხოლოდ ცილის მიმართ, ალერგია ნახშირწყლის და ცხიმის მიმართ არ არსებობს. ლაქტოზა ეს არის რძის შაქარი, მისი მომნელებელი ფერმენტი გვაქვს ჩვენ ნაწლავში, რომელსაც ქვია ლაქტაზა, ის შლის, ინელებს ლაქტოზას რაღაც მიზეზების გამო, ზოგს გენეტიკურად, ზოგს მწვავე ნაწლავური დაავადებების შედეგად უქვეითდება ლაქტოზის მომნელებელი ფერმენტის რაოდენობა ნაწლავებში. თუ მე ლაქტაზა არ მაქვს და ლაქტოზიანი პროდუქტი მივირთვი, შესაბამისად ის გადაუმუშავებელი მიგროვდება წვრილ და შემდეგ მსხვილ ნაწლავში და იწვევს მუცლის შებერილობას, ბუყბუბს, გაზების დაგროვებას. ლაქტოზის აუტანლობა არასოდეს არ გამოიწვევს ალერგიულ რეაქციებს. კვებითი აუტანლობის კიდევ ერთი მაგალითია კოფეინი, ზოგს კოფეინის მიმართ ტახიკარდია უვითარდება,  მაგრამ ჩვენ ხომ არ ვამბობთ რომ ალერგია აქვს.

ხშირად მეუბნებიან პაციენტები, რომ ბავშვი ჰიპოალერგიულ კვებაზე ჰყავს გადაყვანილი ანუ აჭმევს 0%-იან პროდუქტს, კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო 0%, 5% და ა.შ. ეხება მხოლოდ ცხიმის შემცველობას, რომელსაც არავითარი გავლენა არ აქვს ცხიმზე, ამიტომ არავითარი ჰიპოალერგიული რძის პროდუქტები არ არსებობს. თუ პაციენტს აქვს რძეზე ალერგია, იმ შემთხვევაში თუ სპეციალიზირებულ საკვებს არ იღებს, სადაც რძე ჰიდროლიზირებული და დაშლილია, შედეგი არ იქნება.

 

ალერგიულ პროდუქტებზე მინდა გკითხოთრატომ არის ისინი საშიში მაშინაც კიროდესაც კვებითი ალერგია ლაბორატორიულად დასასტურებული არააშესაძლებელია თუ არარომელიმე საკვებზე ალერგიამ გამოიწვიოს ალერგია სხვა ტიპის გამაღიზიანებლებზეიქნება  მტვერიგარემომცენარე თუ სხვა?

სტატისტიკურად 170-მდე კვებითმა ალერგენმა შეიძლება პრობლემა შეუქმნას ადამიანს, მაგრამ ყველაზე დიდი წილი კვებითი ალერგიის, სიცოცხლისთვის საშიში, მოდის შემდეგ პროდუქტებზე: რძე, კვერცხი, ხორბალი, სოია, თევზეული და ზღვის პროდუქტები, თხილეული და განსაკუთრებით არაქისი. ხშირად ჩემი პაციენტები ამ ჩამონათვალის მოსმენის შემდეგ გაკვირვებას გამოთქმავენ, გვეგონა თაფლი, მარწყვი, პომიდორი და შოკოლადი იქნებოდაო, პასუხი ცალსახაა ამ პროდუქტებზე – არსებობს სიჭარბითი რეაქციის ცნება ანუ მცირე და ზომიერი მოცულობით მას ადამიანები იტანენ, ჭარბი გამოყენების შემთხვევაში კი ჩნდება ჰისტამინის რეაქცია, ქავილი, სიწითლე, მაგრამ ძალიან იშვიათია, რომ თაფლის მოხმარების შემდეგ ვინმეს ანაფილაქსიური შოკი დაემართოს და დაიღუპოს, მაშინ როცა თევზზე ან არაქისზე ალერგიის დროს თეფშიც რომ იყოს კონტამინირებული, მასთან შეხებისას და მე სულ სხვა კერძი მივირთვა აუცილებლად დამემართება ალეგიული რეაქცია.

ჩემს ერთ ერთ პაციენტს ძროხის რძის მიმართ აქვს მაქსიმალური 6 კლასის ალერგია, რომლის დედამაც მომიყვა, რომ ერთ-ერთ ცნობილ სუპერმარკეტში შეიძინეს ხორციანი ბლინი, ბავშვმა მიირთვა და მაშინვე განუვითარდა შეშუპება სახის არეში, განუვითარდა მძიმე ალერგიული რეაქცია და საჭირო გახდა დექსამეტაზონის გამოყენება და სასწრაფოს გამოძახება. მშობელი ამტკიცებს , რომ კონტამინირებული იყო ანუ ბოლომდე არ იყო დაშორებული რძის პროდუქტი ხორცპროდუქტისგან, ეს კი საკმარისი აღმოჩნდა ასეთი რეაქციისთვის. ჩემს პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევები, როდესაც ბავშვები სამარხვო შოკოლადის მირთმევის შემდეგ რეანიმაციაში მოხვდნენ, სამარხვო ერთის მხრივ გულისხმობს ყოველგვარი ცხოველური ცხიმისგან თავისუფალ პროდუქტს, მაგრამ ის წარმოების პროცესში კონტამინირებულია, როდესაც ერთ დღეს არასამარხვო პროდუქტი იწარმოება და მეორე დღეს სამარხვო, მას ბოლომდე არავინ ასუფთავს. ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ ამ ყველაფერს, მოდიან ხოლმე ჩემთან შოკოლადის ალერგია გამირკვიე ექიმოო, კი ბატონო, მაგრამ შოკოლადი არის პოლიკომპონენტური პროდუქტი, შესაბამისად უნდა გავაკეთოთ კაკაოს ფხვნილზე, რძეზე, თხილეულზე, სოიოს ლეციტინი შედის ყველა შოკიოლადში და ამავე დროს უამრავი ემულგატორი და საღებავი, რომ დროს გაუძლოს და მალფუჭებადობა დაკარგოს. თუ ჩვენ გვაქვს რაიმე ტიპის ალერგიული დაავადება, განსაკუთრებით კანის, მე არასოდეს ვეუბნები რომ სამუდამოდ გააქრეთ რაციონიდან შავი მაღალი ხარისხის ნამდვილი შოკოლადი, პირიქით ყველა ჩემი პაციენტი დაგერწმუნებათ, რომ ვურჩევ მათ იშვიათად და მინიმალური მოცულობით მიიღონ, თუნდაც იმ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. იგივე ეხება კენკროვან ხილს, მაწყვის დიდი რაოდენობით მიღების შემდეგ ვითარდება ალერგიული რეაქცია, მაგრამ ზომიერებას თუ დაიცავს ადამიანი, ანაფილაქსიურ შოკში მარწყვის, მალინის, თუ მოცხარის მიღების შემდეგ არ ჩავარდება. ზოგადად დიდი სიფრთხილეა საჭირო, ყველაფერი ინდივიდუალურია.

 

როგორ იკურნება კვებითი ალერგია და ნიშნავს თუ არარომ თუ მაგალითაც კვერცხის ცილაზე ალერგია გვაქვსმას ვერასოდეს გავეკარებით?

 ამა თუ იმ პროდუქტს სხვადასხვა განვითარების ისტორია გააჩნია, ანუ როგორ დაიძლევა ისინი. ძროხის რძის მიმართ ალერგია ყველაზე კეთილსაიმედოა და უხშირესად დაკარგვადია, მაგრამ ღრმა ალერგოლოგიული გამოკვლევებით ჩვენ ნიუანსებს ვადგენთ. ვიცით, რომ ძროხის რძის ცილა ორი ძირითადი კომპონენტისგან შედგება, შრატი და კაზეინი. თუ პაციენტს პირველი რეაქციის შემდეგ, როდესაც ჩვენთან მოდის და შრატის ცილაზეც და კაზეინზეც აქვს ალერგია, კაზეინი თერმოსტაბილურია და დიდი რისკია, რომ რაც არ უნდა იხარშოს რძე, მასზე რაც დარჩება ეს არის კაზეინი, ასე რომ კაზეინის ალერგიის მქონე პაციენტს ძალიან გვიან და ძნელად ეკარგება რძის ალერგია. თუ პაციენტს ალფა და ბეტა ლაქტოგლობულინზე და კაზეინზე ანალიზი აქვს ნული, მაშინ თითქმის დარწმუნებით ვეუბნებით, რომ 2-3 წლის შემდეგ აღარ ექნებათ ეს ალერგია, ამის პროგნოზირების საშუალება თანამედროვე ალერგოლოგიას გააჩნია.

რაც შეეხება კვერცხს, კვერცხსაც თავისი ცილოვანი კომპონენტები აქვს ოვალბუმინი, ოვოტრანსფერინი…

არსებობს კვებასთან მიმართებაში ჯვარედინი რეაქცია, რაც ნიშნავს რომ ძროხის რძის და კვერცხის ცილის მიმართ ალერგიის მქონე ბავშვს შეიძლება ქონდეს ჯვარედინ მორეაგირე მოლეკულაზეც ალერგია, რომელიც პასუხისმგებელია და საერთოა ძროხის რძისა და ხორცის, ქათმის კვერცხისა და ქათმის. ამ კითხვის ნიშნების მოსახსნელად არსებობს ანალიზური შეფასების სისტემა, რომელიც გვაძლევს საშუალებას, გავარკვიოთ ეს მდგომარეობა.  თხილეულზე, ხორბალზე და თევზზე ალერგია პრაქტიკულად არ იკარგება, მთელი ცხოვრება რჩება. იშვიათი ალერგიებიც არსებობს, რამდენიმე პაციენტი ჩვენთან აღრიცხვაზეა კარტოფილის ალერგიის დიაგნოზით. იშვიათ ალერგიებს რა გამოლევს , მაგრამ ისინი არ არის ძალიან რუტინული და ხშირი.

მთელ მსოფლიოს უნდა, რომ ეს ფატალური ალერგიები აიცილოს თავიდან, სიტყვიერად ძალიან ადვილი სათქმელია რომ არასოდეს არ იკარგება, მაგრამ აბა წარმოვიდგინოთ ადამიანის ცხოვრების ხარისხი ასეთ დროს.

ფარული ალერგენები – საქართველოში ყელის ტკივილის და სტომატიტის სამკურნალო აბი არსებობს, ერთ-ერთ ჩემს პაციენტს რომელსაც კვერცხის ცილაზე ქონდა ალერგია, ამ აბის მიღების შემდეგ  კვინკეს შეშუპება დაემართა. ოჯახმა სწრაფადვე მომმართა და მათთან დიალოგის შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ ამ აბის წარმოებაში შედის ხელოვნური ნერწყვი ლიზოსიმი, რომელსაც მწარმოებელი იღებს კვერცხის ცილისგან. ელემენტარულ დაფარულ ალერგენს, ვერც ექიმი და ვერც მშობელი გააცნობიერებს. მე ხშირად ვეუბნები პაციენტებს, მერე რა მოხდა თუ შოკოლადი და კვერცხი გწყენს და სახეზე გამოგივიდა ჩირქოვანი გამონაყარი, ნუ ნერვიულობ ამაზე, მთავარია რომ სიცოცხლითვის საშიში რეაქცია არ გექნება.

ხშირად დიათეზიანი ბავშვები მშობლები, რომელთა ანალიზი ნულია, იბნევიან, მე კი ვეუბნები, რომ ნული ანალიზი ნიშნავს, რომ შვილს კვებაში არაფერი უნდა დააკლონ, უბრალოდ ვწერთ დღიურ ნორმას, ზომიერებაა მთავარი, ბავშვისთვის ტოლერანტული ზომა უნდა ვიპოვოთ, მე რაციონიდან პროდუქტების სრული გაქრობის მომხრე არ ვარ, მე ვეძებ ტოლერანტულ დოზებსერთი ბავშვის ნორმა ნახევარი კვერცხის გულია, მეორესთვის მერვედი , მაგრამ მისი გონებრივი ნუტრიციული სტატუსის ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელოვანია.

მთელ მსოფლიოს უნდა ნამდვილი, სიცოცხლისთვის საშიში ალერგიები დაამარცხოს, ჯერ ჯერობით მხოლოდ მეცნიერებაა და რამდენიმე კლინიკა აკეთებს ვაქცინაციას  ანუ იმუნოთერაპიას კვებითი ალერგენებით, ნელ ნელა ტოლერანტული რომ გახადონ ადამიანი. ასევე არსებობს სპეციალური არაქისის შემცველი პლასტირები, ეს არის მთელი მეთოდოლოგია, იმედია მეცნიერება წინ წავა.

წყარო: fortuna.ge

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here