Home სხვადასხვა არასრულწლოვანი დედა: 12 წლის გოგონამ ბავშვი გააჩინა და უარი თქვა მასზე

არასრულწლოვანი დედა: 12 წლის გოგონამ ბავშვი გააჩინა და უარი თქვა მასზე

129
SHARE

უკრაინის ქალაქ როვნოში მცხოვრებმა 12 წლის ბოშა გოგონამ ბავშვი გააჩინა და უარი თქვა მასზე, იუწყება უკრაინული მედია.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალშობილს, რომელსაც თანდაყოლილი მანკი აქვს და ოპერაცია ესაჭიროება, ბავშვთა სახლში გადაიყვანენ.

გარდა დედისა, ბავშვზე უარს აცხადებს მამაც, 20 წლის ბოშა ახალგაზრდა, რომელსაც ამ დროისთვის პოლიცია ეძებს. მამაკაცს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ირკვევა, რომ ბოშათა ბანაკი, რომლებსაც არასრულწლოვანი დედა და ბავშვის მამა მიეკუთვნებიან, როვნოში ზაკარპატიედან ცოტა ხნის წინ ჩავიდა და ნაგავსაყრელზე დასახლდა. იქ 12 წლის გოგონას დედობა არავის უკვირს. უფრო მეტიც, როგორც ერთ-ერთი ბოშა ვლადიმირ პაპი გამოტყდა, მისი მეუღლე 13 წლისაა.

როგორც როვნოს საოლქო პერინატალური ცენტრის მთავარი ექიმი ვიქტორია ეენიკეევა ამბობს, ცენტრის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც დედა ესოდენ მცირეასაკოვანია.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here