მთიული ბავშვებისთვის, რომლებიც მთელ საქართველოს შეუყვარდა, საჩუქრებს აგროვებენ

    144
    SHARE

    მას შემდეგ, რაც „ფორტუნას“ ოფიციალურ საიტზე ამ ბავშვების ფოტოები გამოქვეყნდა (ავტორი ფოტოგრაფი გიორგი დათუნაშვილი), სოციალურ ქსელში მხოლოდ მათზე ლაპარაკობენ. ჯერ და-ძმა ეგონათ, მერე კი აღმოჩნდა, რომ მათ ფილმში იღებენ.

    სოფელ ქვეშეთში მცხოვრები 7 წლის ბექასა და 6 წლის მარის შესახებ, რომლებიც მეგობრები არიან და ერთ სკოლაში სწავლობენ, „პირველი არხის“ ჟურნალისტმა, ნინუცა კახნიაურმა, გადაცემისთვის „ახალი კვირა“ ვრცელი სიუჟეტი მოამზადა.

    #ახალიკვირა ორი მეგობრის ისტორია

    #ახალიკვირა ორი მეგობრის ისტორია ორად-ორი მეგობარი მთიულეთიდან. ფოტო, რომელმაც სოციალური ქსელი დაიპყრო.განუყრელი მეგობრების ერთად გატარებული ყოველი დღე და ბექასა და მარიამის გამხელილი ბავშვური ოცნებები. ახალი კვირა

    Posted by ახალი კვირა on კვირა, 06 ოქტომბერი, 2019

    სიუჟეტის შემდეგ ნინუცას უამრავი ადამიანი დაუკავშირდა და პატარებისთვის უამრავი საჩუქარი შეგროვდა.

    „ეს ის შემთხვევაა, როცა არ ვიცი, რა დავწერო… ძალიან, ძალიან დიდი მადლობა ♥️ ამდენი წერილი ინბოქსში დიდი ხანია, არ მიმიღია. მწერს ყველა, უნდათ, ბავშვებს ოცნებები აუსრულონ ტელევიზიაში უკვე მოაქვთ მათთვის საჩუქრები. ვისაც სურვილი გაქვთ, ჩემი ბუთქუნა ბავშვები გაახაროთ, შეგიძლიათ დამირეკოთ, ხვალ ან ზეგ ჩავუტანთ საჩუქრებს, რომელსაც მოუთმენლად ელოდებიან  ველოსიპედები უკვე ადგილზეა,  ფუშფუშა კაბებიც“, – წერს ნინუცა.

    Banner 5

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here