”თავიდან მშობლებსაც ვერეოდით ერთმანეთში…” – სამი ტყუპი საქართველოდან, რომლებსაც ერთმანეთისგან ვერავინ ანსხვავებს

    536
    SHARE

    სტატისტიკური მონაცემებით სამი და ოთხი ტყუპი ძალიან იშვიათია და 1000 მშობიარობაში ერთხელ იბადება. აჭარელი ტყუპი ძმები ლუკა, ნიკა და საბა ხიდაშელები უკვე 20 წლისები არიან. ბიჭებმა ჯარიც ერთად გაიარეს და აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „ხორუმში” ცეკვავენ.”არ ვიცი სიტყვებით როგორ ავხსნა ის გრძნობა, რასაც ტყუპისცალის ყოლა ჰქვია. ამ გრძნობას მხოლოდ ტყუპები თუ მიხვდებიან. დედმამიშვილობა ხომ საოცრებაა, მაგრამ უფრო სხვაა, როცა ტყუპისცალი გყავს. თან ჩვენ სამნი ვართ და სამივე ბიჭები, რაც ძალიან დიდი იშვიათობაა”, – ამბობს ერთ-ერთი ძმა.

    ტყუპი სულ სხვა რამ არის. თავიდან მშობლებსაც ვერეოდით ერთმანეთში, მაგრამ მერე შეეჩვივნენ. ძალიან ვგავართ ერთმანეთს. ადრეც და ახლაც მშობლების და ახლო ნათესავების გარდა ვერავინ გვანსხვავებს. ყველა გაოცებულია ჩვენით და სულ იმას ცდილობენ, როგორმე გაგვარჩიონ. სკოლაშიც უჭირდათ ჩვენი გარჩევა და მასწავლებლებს დიდი თავსატეხი ჰქონდათ. ერთხელ ისეც მოხდა, რომ სამივეს გამოცდა ერთმა ჩააბარა.

    ტყუპებს კიდევ ერთი რამ გვაქვს განსხვავებული. ჩვენ ვგრძნობთ ერთმანეთის მდგომარეობას. ვიცით რა აწუხებს ერთს და რას განიცდის მეორე, ეს ისეთი გრძნობაა, რომ ამას სიტყვებით ვერ გადმოგცემთ…




     

    წყარო: gesport.ru

     

    Banner 5

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here