Home განათლება პედაგოგის ხელფასი ჯამში 300 ლარით გაიზრდება

პედაგოგის ხელფასი ჯამში 300 ლარით გაიზრდება

139
SHARE

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ განათლება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რაც ბიუჯეტის ზრდაშიც გამოიხატა.

„მოგეხსენებათ მიმდინარეობს განათლების კომპლექსური რეფორმა, რომელიც მოიცავს განათლების სფეროს ყველა მიმართულებას – სკოლამდელი განათლებით დაწყებული, მეცნიერებით დამთავრებული. შესაბამისად, ახალი ბიუჯეტით დაგეგმილია რეფორმის ეფექტურად განხორციელება. პირველ რიგში გამოვყოფდი სკოლის მიმართულებით სამ ძირითად ასპექტს: პირველი, ეს არის სკოლის ინფრასტრუქტურა, სადაც ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად დაგეგმილია, როგორც ახალი სკოლების მშენებლობა, ასევე არსებული სკოლების რეაბილიტაცია; სარეაბილიტაციო პროექტების მასშტაბი წელს კიდევ უფრო გაიზრდება და უფრო მეტ სკოლას მოვიცავთ.

მეორე უმნიშვნელოვანესი საკითხი – ეს არის სახელმძღვანელოები, რომლის ხარისხის გაუმჯობესება უკვე დავიწყეთ, ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება და კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოებს მივიღებთ, რითიც ისარგებლებენ ჩვენი მოსწავლეები – და მესამე, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეს არის მასწავლებლები. მოგეხსენებათ, რეფორმის ფარგლებში, შემოდგომაზე მასწავლებელთა ანაზღაურება იზრდება 150 ლარით და როგორც დავპირდით ჩვენს პედაგოგებს, მთავრობის გადაწყვეტილებით, მომავალი წლის ბიუჯეტში ხელფასების კიდევ დამატებით 150 ლარით ზრდა გათვალისწინებულია.

ეს ნიშნავს იმას, რომ დღევანდელთან შედარებით, პედაგოგის ხელფასი ჯამში 300 ლარით გაიზრდება. ეს არის უმნიშვნელოვანესი ზრდა და დაკავშირებულია პირდაპირ პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებასთან. ყოველწლიურად ეს პროცესი გაგრძელდება და გვეყოლება პედაგოგები, რომლებიც ნამდვილად ღირსეულ ანაზღაურებას მიიღებენ.

მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები გვაქვს დაგეგმილი პროფესიული განათლების მიმართულებით, კერძოდ, მომავალ წელს დაგეგმილია 6 ახალი პროფესიული სასწავლებლების აშენდება, რაც გაზრდის რეგიონულ დაფარვას და ხელმისაწვდომობას.

მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ხელფასების ზრდა პროფესიული სასწავლებლების პედაგოგებისთვისაც. ახლანდელ მონაცემს რომ შევადაროთ, დაახლოებით 50 % ით გაიზრდება მათი ხელფასები. რაც ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here