Home განათლება ქობულეთში პირველკლასელებს წითელი და ლურჯი ყელსახვევები გაუკეთეს

ქობულეთში პირველკლასელებს წითელი და ლურჯი ყელსახვევები გაუკეთეს

284
SHARE

ქობულეთის მე-3 საჯაროს სკოლაში პირველკლასელ გოგონებს კლასის ხელმძღვანელმა ქეთევან ვეკუამ წითელი ყელსახვევები გაუკეთა, ბიჭებს კი – ლურჯი.

კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტა პედაგოგმა პიონერების სიმბოლოს გამოყენება, სკოლის დირექტორმა თქვა, რომ ეს პედაგოგის გადაწყვეტილება იყო და ამაში პრობლემას ვერ ხედავს.

„ბორდოსფერია, წითელი არ არის. თვითონ მოიფიქრა კლასის ხელმძღვანელმა, ეს მისი არჩევანია, აჩუქა ბავშვებს და ჩვენ აქ არაფერი ცუდი არ დაგვინახავს. ასეთივე, თმისაბნევებიც აჩუქა მოსწავლეებს და ალბათ ხვალაც გაიკეთებენ“,– აცხადებს სკოლის დირექტორი, ნანა მენაბდე.

მისი თქმით, წითელ ყელსახვევებზე არც მშობლებს გასჩენიათ კითხვები, „ტაში შემოჰკრეს, ისე მოეწონათ“,-ამბობს დირექტორი. მისი თქმით, პედაგოგმა ყელსახვევები იმიტომ გაუკეთა პირველკლასელებს, რომ დასვენებაზე ადგილად გამოერჩია სხვებისგან. „ბათუმელების“ კითხვაზე, რატომ აირჩიეს წითელი ყელსახვევი, რომელიც საბჭოთა პიონერებთან ასოცირდება, მასწავლებელი ქეთევან ვეკუა ამბობს, რომ ამაზე არ უფიქრია: „არანაირად არ მიფიქრია მაგაზე, საყვარელი ფერია. წითელი არ არის, ბორდოსფერია. პიონერის ყელსახვევი არის წითელი ატლასი, ეს არის ბორდოსფერი, საყვარელი ფერია. ძაან ლამაზები არიან“, – ამბობს მასწავლებელი.

„ბათუმელები“ აჭარის განათლების სამინისტროს დაუკავშირდა შეფასებისთვის, პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ყელსახვევების შესახებ ინფორმაცია მედიისგან მიიღეს. „აუცილებლად მოვიკვლევთ რა ხდება და რასთან გვაქვს საქმე“, – აცხადებენ პრესსსამსახურში.

დღეს, 16 სექტემბერს, საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.

წყარო: 2020news.ge

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here