Home სხვადასხვა მაკო გომური: სიხარულს კაი ხალხს გავუზიარებ-თქო და …

მაკო გომური: სიხარულს კაი ხალხს გავუზიარებ-თქო და …

689
SHARE

20-21 ივნისის ღამის ერთ-ერთი მთავარი მსხვერპლი, მაკო გომური, რომელიც “გავრილოვის სიხლიანი” ღამის სიმბოლოდ იქცა, სოციალურ ქსელში ფოტოს ავრცელებს და წერს, რომ მას ახალი ხელოვნური  თვალი აქვს.

“ნახეთ, ნახეთ, ნახეთ, მე და ახალი თვალი. სიხარულს კაი ხალხს გავუზიარებ-თქო და სხვა ადგილი ვერ ვნახე.

პ.ს დიახ, შრამი რომ არა, ვერც კი გაარჩევდით”, – წერს მაკო გომური.

შეგახსენებთ, 20-21 ივნისის ღამეს, საპროტესტო აქციის დარბევის დროს, 18 წლის მაკო გომურს სპეცრაზმელის მიერ გასროლილი რეზინის ტყვია თვალში მოხვდა, რის გამოც ერთი თვალი დაუზიანდა და გერმანიაში მკურნალობა დასჭირდა.

20 ივნისის აქციის დაშლისას  240 ადამიანი დაშავდა, მათგან 80 პოლიციელი, 34 ჟურნალისტი. დაშავებულთა ნაწილს რეზინის ტყვია სახეში მოხვდა. თვალი მაკოს გარდა რამდენიმე სხვა დემონსტრანსაც დაუზიანდა. ორი ადამიანი საავადმყოფოში გადაყვანიდან რამდენიმე დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here