Home მედიცინა “სამწუხაროდ, ძალიან მძიმე ტოქსინის შემცველები გვხვდება” – ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორის მიმართვა

“სამწუხაროდ, ძალიან მძიმე ტოქსინის შემცველები გვხვდება” – ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორის მიმართვა

533
SHARE

“სამწუხაროდ, ძალიან მძიმე ტოქსინის შემცველები გვხვდება”, – ამის შესახებ აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში წერს.


“წელს, საბედნიეროდ, ნაწლავური ინფექციები არაა შარშანდელივით გავრცელებული. მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან მძიმე ტოქსინის შემცველები გვხვდება. ათი დღის წინ, სამი ბიჭუნა მოიყვანეს – 16, 18, 21 წლების (არა ერთდროული შემთხვევა). ორ მათგანს – ეშერიხიოზი, სავარაუდოდ სწრაფი კვების ობიექტზე დაავადნენ. სამივეს უმძიმესი მდგომარეობა ჰქონდათ და აქამდე რეანიმაციაში იმყოფებიან. 

მხოლოდ ახლა, როცა მათ სიცოცხლეს საფრთხე პირდაპირ არ ემუქრებათ, ცოტა შვება მომეცა და ვწერ. სამივეს გათიშული ჰქონდა ტოქსინისგან თირკმელი და ხელოვნურ თირკმელზე იყვნენ. ერთ მათგანს, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ აუმუშავდა და კვლავ რჩება დიალიზზე. ღმერთმა ქნას, აღდგეს – არაა მხოლოდ ჩვენზე დამოკიდებული. 

მთელი კლინიკა, მათი ყოველდღიური მდგომარეობით და მკურნალობით ვცხოვრობთ. 

კიდევ ერთხელ:

  • დაიბანეთ ძალიან ხშირად ხელები!!!
  • მოერიდეთ საეჭვო ჰიგიენური მდგომარეობის მქონე (უმეტესად ეს – თვალითაც ჩანს) საზ.კვების ობიექტებზე ჭამას!!
  • საერთოდ, ზაფხულის პერიოდში, მოერიდეთ გარეთ ხორციანი საკვების, კრემიანი ნამცხვრის ჭამას ( სხვა პროდუქტიც საშიშია, ინფექციის თვალსაზრისით)!!
  • სახლში კარგად გარეცხეთ ბოსტნეული, განსაკუთრებით მწვანილი!”– წერს გადელია.
Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here