Home სხვადასხვა “მინდა გავაფრთხილო ყველა მშობელი” – დედა, რომელმაც დიდი განსაცდელი გადაიტანა

“მინდა გავაფრთხილო ყველა მშობელი” – დედა, რომელმაც დიდი განსაცდელი გადაიტანა

1028
SHARE

ეს ისტორია დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ 24 წლის ჰეილი ეტერიჯს გადახდა. 2017 წლის გაზაფხულზე ის 36 კვირის ორსული იყო, როდესაც თავის 3 წლის ბიჭს, ბეილი გრემს, რაღაც უცნაურობა შეატყო. ბავშვს მთელი სახე წითელი ლაქებით დაეფარა, სულ მოთენთილი იყო და ეძინებოდა. საავადმყოფოში მას ჰერპესის ვირუსის – HSV-1 (Herpes Simplex Virus) დიაგნოზი დაუსვეს.
ეს ვირუსი ერთი ადამიანიდან მეორეზე ნერწყვისგან გადადის და ასევე კანით კანზე კონტაქტით. HSV-1 ვირუსი მოზრდილებისთვის უსაფრთხოა, თუმცა საშიშროებას წარმოადგენს ახალშობილებისა და პატარებისთვის. ჰეილი თვლის, რომ ბავშვი დაინფიცირდა მაშინ, როდესაც ნათესავმა აკოცა.

mshoblebi

ბრეილის ვირუსმა დაუზიანა თვალები და დედა გააფრთხილეს, რომ შეიძლებოდა ბავშვს მხედველობაც დაეკარგა. გარდა ამისა, ვირუსს შეიძლება დაეზიანებინა ბავშვი, რომელსაც ჰეილი მუცლით ატარებდა.

“ვიჯექი, ვტიროდი და ღმერთს ჩემი შვილების გადარჩენას ვევედრებოდი”, – იხსენებს ჰეილი.

საბედნიეროდ, ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა. ბეილი გამოჯანმრთელდა და მეორე შვილიც ჯანმრთელი გაჩნდა. ახლა ბიჭები 5 და 2 წლის არიან. ბეილის ჰერპესის ინფექციის გამწვავება ორჯერ ჰქონდა. HSV-1-ის ვირუსი ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ სამუდამოდ რჩება იქ.

“როგორც მშობელს, რომელმაც გავიარე მთელი ეს საშინელება, მინდა გავაფრთხილო ყველა მშობელი, რომ როდესაც ბავშვს კოცნით ან ამის უფლებას აძლევთ სხვას, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ მას საფრთხეში არ აგდებთ და რაიმეს არ გადასდებთ. რა თქმა უნდა, ბავშვს ვერ მოაქცევთ დამცავ ბადეში, აუცილებელია მისი კონტაქტი მიკრობებთან, მაგრამ სანამ იმუნური სისტემა გაძლიერდება, მოარიდეთ ზედმეტ კონტაქტებს და ყველას ნუ მისცემთ პატარების კოცნის უფლებას”, – წერს ჰეილი თავის ფეისბუქის პოსტში.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here