51-ე საჯარო სკოლის დირექტორმა დაკავებული თანამდებობა დატოვა

    128
    SHARE

    51-ე საჯარო სკოლის დირექტორმა, მანანა თურქაძემ დაკავებული თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტროში ადასტურებენ.

    ინფორმაცია თურქაძის თანამდებობიდან წასვლის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელდა.

    მანანა თურქაძის გადადგომას საზოგადოება მას შემდეგ ითხოვდა, რაც 2017 წლის დეკემბერში, ხორავას ქუჩაზე ახალგაზრდებს შორის ჩხუბის შედეგად, 51-ე სკოლის მოსწავლეები – დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი მოკლეს.

    მკვლელობიდან რამდენიმე თვეში თურქაძემ გადადგომის შესახებ განცხადებით განათლების სამინისტროს თავად მიმართა, თუმცა სამეურვეო საბჭომ მაშინ მისი განცხადება არ დააკმაყოფილა.

    Banner 5

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here