Home კვება ძუძუთი კვება ეს არის სიყვარულის ჯაჭვი ბავშვსა და დედას შორის, ეს არის...

ძუძუთი კვება ეს არის სიყვარულის ჯაჭვი ბავშვსა და დედას შორის, ეს არის უალტერნატივო კვება

365
SHARE

რატომ არის უცილებელი და რამდენ ხანს არის სასურველი ბავშვის ძუძუთი კვება? – აქტუალურ საკითხებზე, ცნობილმა პედიატრმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა ინგა მამუჩიშვილმა​ Moms.ge-სთან ისაუბრა. 

– ძუძუთი კვება არის ოქროს სტანდარტი, ეს არის სიყვარულის ჯაჭვი ბავშვსა და დედას შორის, ეს არის უალტერნატივო კვება. ყველასთვის გასაგები რომ იყოს, დედის რძე ძალიან მარტივი, იოლად მოსანელებელი საკვებია. იგი შეიცავს დიდი რაოდენეობით ოლიგოსაქარიდებს, რომელიც საჭიროა ბავშვის კუჭნაწლავის ტრაქტის ნორმალური მიკროფლორის ჩამოსაყალიბებლად. ანუ ჩვენი კეთილი, აპათოგენური მიკრობაქტერიები, რომლებიც ნაწლავში ცხოვრებენ და ამარცხებენ ძალიან ბევრ უარყოფითად მოქმედ ფაქტორს კუჭნაწლავის ტრაქტში, სწორედ ამ ოლიგოსაქარიდების მეშვეობით იკვებება. დედის რძეში შედის იმუნოგლობულინი, რომელიც 90%-ით უზრუნველყოფს იმუნიტეტს და აქედან გამომდინარე, სტატისტიკა გვარწმუნებს, რომ 0-დან 1 წლამდე ასაკის ბავშვები პრაქტიკულად არ ავადობენ იმიტომ, რომ ისინი გარკვეულწილად იმუნიტეტს დედისგან იღებენ. დედის რძე შეიცავს ისეთ ნახშირწყლებს და შაქარს, რომელიც მარტივად მოსანელებელია ბავშვისთვის. ის შეიცავს ცილას, ტაურინს, ეს არის ინტელექტის ცილა, რომელიც აუცილებელია ბავშვის ინტელექტუალური განვითარებისთვის. სტატისტიკურად ცნობილია, რომ ისეთ ბავშვებს, რომლებიც ძუძუთი იკვებებოდნენ, ინტელექტუალური კოეფიციენტი – IQ გაცილებით მაღალი აქვთ. ასევე, დედის რძე შეიცავს რძის ცხიმს, რაც ყველაზე მთავარია. რძის ცხიმი შეიცავს ბეტა პალმიტატს, რაც აუცილებელია ბავშვის ნერვული სისტემის სწორად განვითარებისათვის.

თუ ძუძუთი კვება გრძელდება 1 წლამდე ეს ძალიან კარგია, ოქროს სტანდატია, მაგრამ 6 თვემდე მაინც უნდა ვკვებოთ ბავშვი რძით, რაც არ უნდა მცირე ულუფებით მოხდეს ეს. დედის რძე ხომ მხოლოდ საკვებ პროდუქტს არ წარმოადგენს. ეს არის იმ სიყვარულის ჯაჭვის გაგრძელება, რომელსაც პლაცენტარული ჯაჭვის დაკავშირება ჰქვია. პლაცენტის გადაჭრასთან ერთად დედასა და შვილს შორის ურთიერთობა ხომ არ წყდება. ამიტომ რომ არ განიცადოს ბავშვმა ეს სენსორული შიმშილი დედასთან მიმართებით, აუცილებელია, რომ მიიღოს დედი რძე. სხვათა შორის, ფაქტებით დასტურდება, რომ ბავშვი მარცხენა ძუძუს უფრო ხშირად ითხოვს, ვიდრე მარჯვენას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მარცხნივ მას ესმის დედის გულის ცემა ანუ ეს მუცლადყოფნის პერიოდის გაგრძელებაა.

მშობელმა უნდა იცოდეს, რომ, რაც უფრო მეტად ეფერება შვილს მუცლადყოფნის პერიოდში და რაც უფრო გაცნობიერებული აქვს, რომ ეს მისი ნაყოფია, მისი შვილია, ასეთი ბავშვები უფრო ჯანმრთელები არიან. ასეთი გამოკითხვა ჩაატარეს – დედების ნაწილი ამბობდა, რომ ვერ აღქვამდა ჯერჯერობით ნაყოფს შვილად. აღმოჩნდა, რომ ასეთი ბავშვები უფრო ხშირად ავადობდნენ იმ ბავშვებთან შედარებით, რომლებიც მუცლადყოფნისას იყვნენ მუდმივად მოფერებაში და ზრუნვაში, როგორც დედის ასევე მამის მხრიდან. მინდა, მამის როლიც განსაკუთრებით აღვნიშნო.
წყარო: moms.ge
Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here