Home განათლება როდის გამოქვეყნდება პროფესიული უნარების შედეგები

როდის გამოქვეყნდება პროფესიული უნარების შედეგები

96
SHARE

როდის გამოქვეყნდება პროფესიული უნარების შედეგები? – აღნიშნულ კითხვას შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უპასუხეს. 

როგორც ცენტრში აცხადებენ, მონაცემების დამუშავება ჯერ დასრულებული არ არის:

„პროფესიული უნარები წელს უპრეცედენტოდ ბევრმა, 20 000-ზე მეტმა აპლიკანტმა ჩააბარა, შესაბამისად, მონაცემების დამუშავება ჯერ დასრულებული არ არის. პროფესიული უნარების შედეგი, სავარაუდოდ, მომდევნო კვირის დასაწყისში გამოქვეყნდება”, – აღნიშნეს გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

შეგახსენებთ, რომ ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების; ქართულის, როგორც მეორე ენის; უცხოური ენების, ისტორიის, ქართული ენისა და ლიტერატურის (VII-XII); ქართული ენისა და ლიტერატურის (I-VI); მათემატიკის (I-VI); ბუნებისმეტყველების (I-VI); ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის და ბუნებისმეტყველების (I-IV); მათემატიკის (VII-XII), გეოგრაფიის, სამოქალაქო განათლების, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, მუსიკის, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გამოცდების ​შედეგები უკვე ცნობილია.

სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა საგნის გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ.
Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here