„მოგზაურობა ბავშვთან ერთად“ – ცნობილი ბლოგერი ოჯახთან ერთად მოგზაურობაზე

    57
    SHARE

    ცნობილი ბლოგერი სოსო ნებიერიძე ოჯახთან ერთად მოგზაურობაზე თავის facebook-ის ლაიქ გვერდზე წერს. 

    პოსტს უცვლელად გთვაზობთ:

    „მოგზაურობა ბავშვთან ერთად ალბათ ბევრს გაინტერესებთ რამდენად მარტივია ბავშვთან (ბავშვებთან) ერთად მოგზაურობა და რა სირთულეებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, ახლავე გიამბობთ ჩემს 10 დღიან მოგზაურობაზე ოჯახთან ერთად.

    ერთ მშვენიერ დღეს ვიზზეარის აპლიკაციაში ფასებს ვათვალიერებდი სხვადასხვა მიმართულებებზე ( ჩვევად მაქვს )) ათენის ფასმა ძლიან მომხიბლა, გადავწყვიტე ოჯახური თრიფი მოგვეწყო საბერძნეთში, რადგან ათენიდან ბევრ ულამაზეს კუნძულზე შეიძლება მარტივად მოხვედრა.

    სოსო ნებიერიძე • travel blog-ს ფოტო.

    ჩავლაგდით და მანქანით დავაწექით ქუთაისისკენ, ჩემი დანიელი 4 წლისაა და გიჟდება ისე მოსწონს როცა სადღაც მივდივართ, უკვე მოასწრო და ამ 4 წელში 8 ქვეყანაში იმოგზაურა.

    მივედით ქუთაისში ისე რომ ბავშვი არ დაღლილა საერთოდ, რადგან იცოდა აეროპორტში მივდიოდით და მთელი გზა ისეთი აჟიტირებული და გახარებული იყო დაღლისთვის არ ეცალა. მივუახლოვდით თუ არა ქუთაისის აეროპორტს, ვიზზის თვითმფრინავს მოკრა თვალი, მაგრად მოსწონს ვიზზეარის ბრენდირება, ანუ ის ყველასთვის ნაცნობი დასამახსოვრებელი ფერები, რაც მისთვის ფრენასთან და მოგზაურობასთან ასოცირდება.

    სოსო ნებიერიძე • travel blog-ს ფოტო.

    გავიარეთ რეგისტრაცია, ბორდინგი, წააგორიალა თავის პატარა ჩანთა და ჩავსხედით, ჩვენი ბორტგამცილებლები ღიმილით დაგვხვდნენ და დანიელს კარგი ფრენა უსურვეს, ამასაც ძაან უხაროდა ქართულად რომ ელაპარაკებოდნენ, 2 საათზე ოდნავ მეტი და ათენში დავფრინდით, ამ ხნის განმავლობაში დანიელს გემრიელად ეძინა, ზოგადად ფრენისას ბავშვებს მარტივად ეძინებათ, თუ ბავშვი შედარებით პატარაა 1-2 წლის და არ იძინებს, გირჩევთ აიპადზე ან მობილურში ჩაუწეროთ მულტფილმები და აყურებინოთ, მე ეგრე ვაკეთებდი ხოლმე, როცა ბევრად პატარა იყო და არასდროს გვქონია პრობლემა 4-5 საათიან ფრენაზეც კი, ახლა უკვე იცის რომ თვითმფრინავში თუ დაიძინებს მალე ჩავალთ, ხოდა ასვლისთანავე ცდილობს დაძინებას.

    სოსო ნებიერიძე • travel blog-ს ფოტო.

    ათენში ერთი დღე გავჩერდით და მეორე დღეს დილით უკვე მეორე ფრენა გვქონდა კუნძულ მიკონოსისკენ, დილით 7ზე გავაღვიძე დანიელი, მამა ადე უნდა გავფრინდეთ ისევ მეთქი და წამოხტა ეგრევე სიხარულით.

    სოსო ნებიერიძე • travel blog-ს ფოტო.

    მიკონოსზე ერთი ღამით გავჩერდით და მეორე დღეს გემით წავედით კუნძულ კრეტაზე, გემით ვიმგზავრეთ 5 საათი და აქაც არ შევუწუხებივართ ბავშვს, ხან ეძინა, ხან თამაშობდა თავისთვის რაღაცას, მე უფრო შევწუხდი გემზე ვიდრე ის, იცოდა კრეტაზე რომ ჩავიდოდით, იცურავებდა ზღვაში და ამიტომ არ იღლებოდა მგზავრობით, მიზანი ქონდა და მისკენ მიიწევდა შემართებით.

     

    სოსო ნებიერიძე • travel blog-ს ფოტო.

    ასე რომ ვინც ბავშვის გამო იკავებთ თავს და არ მიდიხართ სამოგზაუროდ სულ ტყუილად, თან თუ ორნი ან სამნი არიან ხო მითუმეტეს, ერთად მაგრად გაერთობიან”, – წერს სოსო ნებიერიძე.

    სოსო ნებიერიძე • travel blog-ს ფოტო.

    სოსო ნებიერიძე • travel blog-ს ფოტო.

    სოსო ნებიერიძე • travel blog-ს ფოტო.

    Banner 5

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here