Home სხვადასხვა რა უარყოფითი გავლენა შეიძლება იქონიოს ბავშვის ჯამრთელობაზე კონდიციონერმა და როგორ უნდა შევარჩიოთ...

რა უარყოფითი გავლენა შეიძლება იქონიოს ბავშვის ჯამრთელობაზე კონდიციონერმა და როგორ უნდა შევარჩიოთ სწორად

65
SHARE

დღევანდელ დღეს ალბათ უკვე წარმოუდგენელია კომფორტი და ნორმალური პირობები კონდიციონერის გარეშე. ეს ნივთი განსაკუთრებით ზაფხულში ხდება ყველაზე აქტუალური, როცა სიცხე აუტანელია და ფანჯრების გაღება სულაც არაა შველა – მინიმუმ, საერთოდ არ გაგრილდები და მაქსიმუმ, სახლი მწერებით გაივსება. 
თუმცა კონდიციონერი რომ კარგად მუშაობდეს, ისე გვემსახუროს, რომ სარგებელი მოგვიტანოს და არა საფრთხე (დიახ, ასეც ხდება ხოლმე), რაღაც-რაღაცები უნდა ვიცოდეთ. განსაკუთრებით, თუ სახლში ბავშვი გვყავს.

საფრთხეები

გახსოვდეთ კონდიციონერის გამოყენების მთავარი წესი – ოთახში არ უნდა ციოდეს. გაგრილება იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვის ჩაფუთვნა გახდეს საჭირო. ამ მოწყობილობის მიზანია, საშუალო ტემპერატურა შეინარჩუნოს, არც უნდა გცხელოდეთ, არც გციოდეთ.
ბავშვის ჯამრთელობისთვის მნიშვნელოვანია სტაბილურ ტემპერატურაში იმყოფებოდეს და ასევე მნიშვნელოვანია ჟანგბადით გაჯერებულ ოთახში ყოფნა. ამიტომ კონდიციონერის მოხმარების პირობებში საჭირო ხდება ოთახის ხშირი განიავება, რაც თავის მხრივ არასტაბილურ ტემპერატურას იწვევს და აციებს ბავშვს.
ექიმები ამბობენ, რომ კონდიციონერი ბაქტერიებს ამრავლებს. ასეც იქნება, თუ ფილტრებს არ გამოცვლით და თუ სწორად არ შეარჩევთ კონდიციონერს.
კონდიცირებისას ჰაერის გამოშრობა ხდება, დეიონიზაცია. გარემო იონებისგან იცლება, არადა, იონები ორგანიზმისთვის აუცილებელია.

ამ ყველაფრისგან დაცული რომ იყოთ და ამ მართლაც საოცარმა გამოგონებამ მხოლოდ

დადებითი შემოიტანოს თქვენს ოჯახში, აუცილებლად

უნდა გაითვალისწინოთ კრიტერიუმები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ხარისხიანი კონდიციონერი, იყიდოთ სანდო და ხარისხიანი და კიდევ – დაიცვათ მისი გამოყენების წესები.

სწორად შევარჩიოთ

პირველ რიგში, სწორად უნდა შევარჩიოთ. უნდა იყოს ყველა სათანადო ფუნქციითა და უსაფრთხოების სტანდარტით აღჭურვილი. ქართულ ბაზარზე არსებული კონდიციონერებიდან, ერთ-ერთი ასეთი Haier-ის კონდიციონერია, რომელიც ყველა საჭირო რეჟიმით არის უზრუნველყოფილი და ამასთანავე, ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო ფრეონზე (R32) მუშაობს.

სტანდარტულად კონდიციონერი, მხოლოდ ოთახში არსებულ ჰაერს იყენებს გასაგრილებლად, ამიტომ საჭიროა ოთახის ხშირი განიავება, რომ ბავშვების ჯამრთელობას საფრთხე არ შევუქმნათ.

ხშირი განიავება ოთახში თავისთავად არასტაბილურ ტემპერატურას იწვევს რაც ბავშვის ჯამრთელობისთვის ასევე საზიანოა და აციებს.

Haier Dawn-ს კი გარედან შემოაქვს სუფთა ჰაერი და არ იყენებს მხოლოდ ოთახში არსებულს გასაგრილებლად. აღნიშნული ფუნქცია საშუალებას გვაძლევს ოთახის ხშირი განიავების და ტემპერატურის ბალანსის დარვევის გარეშე გავგრილდეთ და ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი

როგორც უკვე ვთქვით კონდიციონერი ყველაფერთან ერთად, ბაქტერიების გავრცელების წყაროა და სივრცეში, სადაც ბავშვები იმყოფებიან, დაბინძურებულ ფილტრებს ჰაერთან ერთად, ბაქტერიული ფლორა შემოაქვს, რაც იწვევს შემდეგ დაავადებებს გაციება, ვირუსული ინფექციები, ბრონქიტი, სინუსიტი, პნევომონია.

Haier Dawn-ს გააჩნია ულტრააისფერი ნათურა, რომელიც ანადგურებს ოთახში არსებულ ბაქტერიებს და ახდენს მათი ხელახალი წარმოქმნის პრევენციას. აღწევს სტერილიზაციის ეფექტს ქიმიური ნივთიერებების დამატების გარეშე.

ასევე საყურადღებოა, თუ კონდიციონერის ცივი ნაკადი პირდაპირ ბავშვს დაუბერავს, ეს მისი ჯამრთელობისთვის იქნება საზიანო,რადგან მოხდება მექანიკური დაზიანება.

Haier Dawn კონდიციონერის ეკო პილოტ ფუნქცია სენსორების მეშვეობით ჰაერის დაბერვის მიმართულებას ცვლის ადამიანის გადაადგილების საპირისპიროდ, შესაბამისად, ის არასდროს დაუბერავს ცივ ჰაერს იმ მიმართულებით სადაც ბავშვი იმყოფება.

ეს სულ მცირე ჩამონათვალია, რაც Haier-ის კონდიციონერს ახასიათებს და სასურველია, კარგი კონდიციონერის მახასიათებლებში იყოს. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები და ენერგოეფექტურობის A+++ კლასი მნიშვნელოვნად ამცირებს კომუნალურ გადასახადებს. დიზაინი კი ნებისმიერი თანამედროვე ბინის ინტერიერს მოერგება.
როდესაც კონდიციონერს და ნებისმიერ ასეთ საჭირო და მნიშვნელოვან ტექნიკას ყიდულობთ, აუცილებლად უნდა იყიდოთ სანდო დაწესებულებაში, სასურველია, პირდაპირ ბრენდების წარმომადგენლებთან. მაგალითად, იმავე Haier-ის პროდუქცია საქართველოში “ქებული კლიმატის” მაღაზიათა ქსელში შეგიძლიათ შეიძინოთ. კომპანია ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში და პროდუქტის მიწოდებასთან ერთად მის სწორად შერჩევასა და მონტაჟსაც უზრუნველყოფს.

გამოყენების წესები

  • ნუ შეიკავებთ თავს სიცხის დროს კონდიციონერის ჩართვისგან
  • თუ არ გცხელათ, ეს იგი კონდიციონერს სწორად მოიხმართ, თუ შეგცივდათ, ესე იგი არასწორი ციფრები მიუთითეთ.
  • გააკონტროლეთ ჰაერის ტენიანობა. 40-70% ნორმალური მაჩვენებელია.
  • ოთახში, სადაც ახალშობილია, ხშირად არ ცვალოთ ტემპერატურა. პედიატრები გვირჩევენ, რომ 3 თვემდე ბავშვებისთვის, გარემოს ოპტიმალური ტემპერატურა 22–24 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს. 6 თვემდე ბავშვებისთვის, შეგვიძლია ტემპერატურა 21–20 გრადუსამდე დავწიოთ 6 თვის შემდეგ კი უკვე შესაძლებელია ოთახის ტემპერატურა 18–19 გრადუსს არ აღემატებოდეს.
  • თუ კონდიციონერს ბავშვის ოთახში ვამონტაჟებთ, აუცილებლად უნდა დავარეგულიროთ მისგან გამომავალი ნაკადი.
  • შევუსაბამოთ ოთახის ტემპერატურა ჰაერის ტემპერატურას. ექიმები გვირჩევენ, რომ ტემპერატურის სხვაობა 6–8 გრადუსს არ აღემატებოდეს. ამიტომ, თუ გარეთ 30 გრადუსია, ჯობს ოთახში კონდიციონერი 22–24 გრადუსზე დავაყენოთ და არა 17–ზე.
  • ჰაერი გავაგრილოთ ეტაპობრივად. 30-გრადუსიანი სიცხისას, ჯერ 28 გრადუსზე დავაყენოთ კონდიციონერი, შემდეგ კი თანდათანობით, 2–2 გრადუსით დავუწიოთ, სანამ ტემპერატურა სასურველ ნიშნულს მიაღწევს. ასეთ დროს, თქვენს პატარას უფრო გაუმარტივდება ტემპერატურის ცვლილებებთან ადაპტირება.

და ბოლოს, აუცილებლად ვაკონტროლოთ, ტექნიკურად რამდენად გამართულია ჩვენი კონდიციონერი. ხშირად ვწმინდოთ ფილტრი, თუ ოჯახში ბავშვია, სასურველია, ფილტრი გავწმინდოთ ორთვეში თვეში ერთხელ.

Banner 5
SHARE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here