Home სხვადასხვა “აუცილებელია, შვილებს ვასწავლოთ…”- ბლიცინტერვიუ გია ჯაჯანიძესთან

“აუცილებელია, შვილებს ვასწავლოთ…”- ბლიცინტერვიუ გია ჯაჯანიძესთან

93
SHARE

ტრადიციული რუბრიკის, ბლიცინტერვიუს სტუმარია ფსიქოლოგი და ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე.

1. ცხოვრება… სიცოცხლის სიყვარულია;

2. ჩემი თილისმა… ჩემი გულია;

3. როცა ცუდ განწყობაზე ვარ… ცუდ განწყობაზე არასდროს ვარ;

4. 21-ე საუკუნე ისტორიას დარჩება… როგორც ქაოსის ხანა;

5. მსოფლიოს ვეტყოდი… თუ ერთმანეთი არ გვეყვარება, გადავშენდებით;

6. ვნანობ… რომ მკაცრი ვარ;

7. აუცილებელია, შვილებს ვასწავლოთ… სამშობლოს სიყვარული;

8. სამშობლო ჩემთვის არის… ჩემი გული;

9. ენერგიით მავსებს… მარტოობა;

10. ვპატიობ… ყველაფერს;

11. ერთი დღით ვიქნებოდი… ერთი დღით მინდა, მქონდეს ძალაუფლება დედამიწაზე;

12. თუ ვიქნებოდი პატიმარი… ვიქნებოდი ყველაზე თავისუფალი;

13. მეგობარია, ის ვინც… გეტყვის საკუთარ თავზე სიმართლეს და იქნება შენ მიმართ კრიტიკული;

14. თავისუფლება ნიშნავს… თავისუფალი თუ არ დაიბადე, ვერ ისწავლი. თავისუფლება თანდაყოლილი ფენომენია. ჩემთვის თავისუფლება არის ჰაერი და წყალი;

15. ადამიანებს ცვლის… სიყვარული, სიკვდილი;

16. არ მესმის იმ ხალხის… ვინც არის პატივმოყვარე, აგრესიული;

17. ხვალინდელი დღე… ვცხოვრობ დღევანდელი დღით, არასდროს აღვნიშნავ არც ერთ დღესასწაულს. ვფიქრობ, ყოველი დილა არის ჩემი დაბადება. ყველა დღე დღესასწაულია.

18. სიბერე… არის გამოცდილება და სიკვდილთან მიახლოება;

19. ფობია… უკვე აღარაფრის მეშინია;

20. კაცობრიობას აკლია… სიყვარული;

21. ქალს ალამაზებს… კდემამოსილება;

22. სიკვდილი… არიან ადამიანები, რომლებიც კვდებიან და ქრებიან, არიან ადამიანები, გარდაიცვლებიან და სხვა განზომილებაში გადადიან;

23. სიყვარული… არის სიცოცხლე;

24. სხვაობა უცნობ და პოპულარულ გია ჯაჯანიძეს შორის… არაფერია;

25. ამქვეყნად მოვდივართ, რომ… შევიცნოთ საკუთარი თავი და გავარკვიოთ, რისთვის მოვედით;

26. მარადიულია… ღმერთი.

წყარო: moms.ge

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here