Home აღზრდა 10 მარტივი უნარი, რომელიც სკოლის ასაკის ბავშვს უნდა ჰქონდეს

10 მარტივი უნარი, რომელიც სკოლის ასაკის ბავშვს უნდა ჰქონდეს

87
SHARE
როგორც წესი, მშობლებს უყვართ სკოლის ასაკის ბავშვების სხვადასხვა აქტივობაში ჩართვა. მათი მიზანი ჩამოყალიბებული ინდივიდების გაზრდაა. თუმცა, გარდა ამისა არსებობს რამდენიმე ცხოვრებისეული უნარი, რომელსაც შემეცნებით და სპორტულ წრეებზე ნაკლებად შეხვდებიან, ამიტომ აუცილებელია მათ ადრეული ასაკიდან შეეთვისონ.

 
ველოსიპედის ტარება
 

ბავშვისთვის ველოსიპედს იმაზე მეტი სარგებელი მოაქვს, ვიდრე თქვენ ფიქრობთ. პირველ რიგში ველოსიპედის ტარება ერთგვარი ვარჯიში და სასიამოვნო გასართობია. თუმცა, ველოსიპედი ბავშვს ბევრად მეტს ასწავლის. კერძოდ ხდის შეუპოვარს, უბიძგებს შიშის დაძლევისკენ.
ამ უნარის გამოსამუშავებლად მნიშვნელოვანია მშობლების თანადგომა, მოთმინება. სწორად მომართეთ ბავშვი ფსიქოლოგიურად და დაარწმუნეთ , რომ მიუხედავად ბევრი უშედეგო მცდელობისა, ის აუცილებლად ისწავლის ველოსიპედის მართვას.
ცხვირის მოწმენდა
 

ცხვირის მოწმენდის ეთიკური კონეფცია ბავშვებისთვის გაუგებარი და ბუნდოვანია, ამიტომ ეს ახსნას საჭიროებს. თავდაპირველად, მიზანშეწონილია ცხვირის ასპირატორის გამოყენება გაჭედილი ნესტოების დროს. თუმცა, სკოლის ასაკისთვის ბავშვებმა ასპირატორის გარეშეც უნდა შეძლონ ეს. ამისათვის კი საჭიროა, ბავშვებს ასწავლოთ ერთჯერადი ხელსახოცის სწორად გამოყენება და ცხვირის უხმაუროდ მოწმენდა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება
 
სკოლის ასაკის ბავშვს აუცილებლად უნდა შეეძლოს სამედიცინო დახმარების გამოძახება. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი წინასწარ შეამზადოთ ამისთვის და აუხსნათ, რომ ამის გაკეთება ზოგჯერ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამიტომ არ უნდა დაიბნეს და სწრაფად უნდა იმოქმედოს.
 
ცურვა
 

ცურვის სრულყოფილად შესწავლა ზოჯერ ბევრ გაკვეთილს მოითხოვს, ზოგიერთი ბავშვის შემთხვევაში კი ეს მარტივად ხდება. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი გაეცნოს უსაფრთხოების წესებს და კარგად ესმოდეს რა არის დაშვებული და რა არა. სასურველია , ბავშვმა ადრეული ასაკიდანვე ისწავლოს ცურვა, რადგან ეს მეტად კომფორტულია მისთვის.
საზოგადოებაში მოქცევის წესები
 

სამწუხაროდ ბევრი ბავშვი არ იცნობს ამ წესებს. მადლობის გადახდა, საღეჭი რეზინის უხმაუროდ და დახურული პირით ღეჭვა, დაცემინებისას ხელსახოცის აფარება- ეს ის, მარტივი წესებია, რომლებსაც აუცილებლად უნდა იცნობდნენ სკოლის ასაკის ბავშვები. თუ ამ წესებს უპირველესად სახლში გაითვალისწინებენ, ხალხშიც აღარ დაავიწყდებათ იგივეს გამეორება, სწორედ ამიტომ მიაჩვიეთ ბავშვები მადლობის გადახდას , თუნდაც მას შემდეგ, როცა საშინაო დავალების შესრულებაში დაეხმარებით.
საყოფაცხოვრებო საქმეები
 

საკმაოდ ხშირად დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებმაც კი არ იციან ისეთი მარტივი საქმის კეთება , როგორიცაა :ტანსაცმლის გარეცხვა, დაუთოვება, წყლის ადუღება და კვერცხის მოხარშვა, ჩაქუჩით ლურსმნის დაჭედება. თქვენს შემთხვევაშიც რომ ასე არ მოხდეს, ყოველთვის ახლოს გყავდეთ ბავშვები სახლის საქმეების კეთების დროს. ისინი აუცილებლად ისწავლიან თქვენგან და მადლობელიც დარჩებიან, როდესაც აღმოაჩენენ ,რომ დამოუკიდებლად საკვების მომზადება და ტანსაცმლის გარეცხვა გამოსდით.
სიფრთხილის გამოჩენა უცნობი ადამიანის მოახლოების დროს
 

განსაკუთრებით კომუნიკაბელური და გახსნილი ბავშვები გამოირჩევიან გულუბრყვილო და მიმნდობი დამოკიდებულებით სრულიად უცხო ადამიანების მიმართაც კი. მათ არ ესმით, რა საფრთხის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს უცხო ადამიანი. აუცილებლად უნდა ასწავლოთ ბავშვებს, რომ არ გამოელაპარაკონ უცნობებს ქუჩაში ან სკვერში, არ მიიღონ მათგან საჩუქრები, არ გაუღონ უცხოს სახლის კარი, როცა თქვენ სახლში არ ხართ ან სხვა ოთახში ხართ და ა. შ.
 
ფულის შენახვა
 

როგორც წესი, ბავშვებს არ ესმით თუ რატომ უნდა შეინახონ ფული, როდესაც ისედაც ყველაფერი აქვთ , რაც სურთ. მათთვის ხომ მოულოდნელად ჩნდება ლამაზი ტანსაცელი, მრავალი სახის სათამაშო, გემრიელი საჭმელი. აუცილებელია ფულზე ჯანსაღი წარმოდგენის ჩამოყალიბება და იმის გააზრება, რომ სასურველ ნივთს მოპოვება სჭირდება. სწორედ ამიტომ, მიაჩვიეთ ფულის შეგროვებას პატარა ყულაბებში. მაგალითად, თუ მათ განსაკუთრებული სათამაშო უნდათ, უთხარით რომ დაიწყონ ფულის შეგროვება და ასე შეიტანონ წვლილი სათამაშის შეძენაში.
 
თასმის შეკვრა
 

საბავშვო ბაღში ყოფნისას ბავშვებს უთასმო ფეხსაცმელები აცვიათ, თუმცა სკოლის ასაკში თასმებიან ფეხსაცმელებს იყენებენ. ამ დროისთვის კი აუცილებელია ასწავლოთ თასმების შეკვრა. ამ პროცესის გასამარტივებლად ბევრი სათამაშო არსებობს, რომლებზეც ვარჯიში ნამდვილად გამოდგება.
 
კბილების გამოხეხვა
 

კბილების გამოხვევა ყოველდღიური ჰიგიენის განუყოფელი ნაწილია და ეს მოქმედება დღეში 2-ჯერ მაინც უნდა შესრულდეს. ბავშვებს უნდა ასწავლოთ , რომ გაიხეხონ არამარტო წინა კბილები, არამედ ყველა კბილი, მოიმარჯვონ კბილის ჯაგრისი და არ დაავიწყდეთ ენის გაწმენდაც. როგოც წესი, ბავშვებს უყვართ სიჩქარე და ამ საქმის უცებ მოშორება, ამიტომ კარგია თუ ამ პროცესს თქვენ მიერ შერჩეულ სიმღერასაც დაურთავენ(გაითვალისწინეთ სიმღერის ხანგრძლივობა) და არ შეწყვეტენ ხეხვას, სანამ სიმღერას არ დაამთავრებენ.
მომზადებულია moms.com-ის მიხედვით.
Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here