“მოსვენება დავკარგე, რადგან ბავშვი ამბობდა, რომ ტელესკოპი და წიგნები არ ჰქონდა ასტრონომიაზე”

    3758
    SHARE

    “იმედის კვირაში” გასული სიუჟეტის შემდეგ მოსვენება დავკარგე, რადგან ბავშვი ამბობდა, რომ ტელესკოპი და წიგნები არ ჰქონდა ასტრონომიაზე”, – ამის შესახებ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორი ზვიად გაბისონია სოციალურ ქსელში წერს.

    “დღეს საოცარ ადამიანს, პატარა ასტრონომს ქაიან ბელქანიას ვუმასპინძლეთ რუსთაველის ფონდში. “იმედის კვირაში” გასული სიუჟეტის შემდეგ მოსვენება დავკარგე, რადგან ბავშვი ამბობდა, რომ ტელესკოპი და წიგნები არ ქონდა ასტრონომიაზე.

    ბედნიერები ვართ, რომ დღეიდან მას ტელესკოპიც ექნება, ქართულ ენაზე არსებული ყველა წიგნი ასტრონომიაზე და სამომავლოდ ყველა სამეცნიერო წიგნი, რომელიც ასტრონომიასა და ასტროფიზიკაზე გამოვა ფონდის დაფინანსებით, გავუგზავნით მას სახლში, წალენჯიხაში.

    ასევე დამპირდა, რომ მალე ისწავლის ინგლისურს და ჩვენ მივცემთ “ელსევიერის” საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებზე სრულ წვდომას, რომ ყველა სამეცნიერო ნაშრომს გაეცნოს ასტრონომიაში!

    ასევე ქაიანი მოწვეულია 30 სექტემბერს “მეცნიერებისა და ინოვაციების” ფესტივალის დახურვის ღონისძიებაზე ზუგდიდსა და რუხის ციხეში!” – წერს ზვიად გაბისონია.

    Zviad Gabisonia-ს ფოტო.

    Zviad Gabisonia-ს ფოტო.

    Zviad Gabisonia-ს ფოტო.

    Zviad Gabisonia-ს ფოტო.

    Zviad Gabisonia-ს ფოტო.

     

    Banner 5

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here