Home სხვადასხვა ჩინეთში 9 წლის ბიჭმა დინოზავრის 11 გაქვავებული კვერცხი იპოვა

ჩინეთში 9 წლის ბიჭმა დინოზავრის 11 გაქვავებული კვერცხი იპოვა

83
SHARE

ჩინეთში, გუანდუნის პროვინციის ქალაქ ჰეიუანში 9 წლის ბიჭმა დინოზავრის 11 გაქვავებული კვერცხი იპოვა. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს.

მისი ინფორმაციით, წყალდიდობის შედეგად ჰეიუანის მახლობლად ერთ-ერთ ხევში მიწა ჩამოიშალა, 9 წლის გჟან იანჩჟე კი კვერცხები ხევში თამაშისას აღმოაჩინა. თითოეული კვერცხი დიამეტრში 9 სანტიმეტრს აღწევს. თავდაპირველად ბიჭმა 1 კვერცხი იპოვა, შემდეგ კი ადგილობრივი მუზეუმის თანამშრომლებმა ადგილზე სპეციალური სამუშაოები ჩაატარეს და მიწიდან კიდევ 10 კვერცხი ამოიღეს.

მედიის მტკიცებით, კვერცხები 66 მილიონი წლისაა, თუმცა მუზეუმის თანამშრომლები ამბობენ, რომ ეს საკითხი დამატებით შესწავლას საჭიროებს.

მათივე განცხადებით, ამ მონაკვეთზე პალეონთოლოგები გათხრებს ჩაატარებენ.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here