Home კვება “რატომ უნდა შეზღუდოთ კრემიანი ნამცხვრები და თოხლო კვერცხი ზაფხულში” – პედიატრის საჭირო...

“რატომ უნდა შეზღუდოთ კრემიანი ნამცხვრები და თოხლო კვერცხი ზაფხულში” – პედიატრის საჭირო რჩევები

150
SHARE

“რატომ უნდა შეზღუდოთ კრემიანი ნამცხვრები და თოხლო კვერცხი ზაფხულში”, – ამის შესახებ პედიატრი თამარ ობგაიძე საკუთარ facebook-ის გვერდზე წერს.

“ზაფხულია და დიარეული დაავადებების სიხშირე განსაკუთრებით მატულობს. დიარეით მიმდინარე ერთ-ერთ ინფექციაზე მოგიყვებით.

ეს სალმონელოზია, ინფექციური დაავადება, რომელიც განსაკუთრებით აქტუალურია ზაფხულში, როცა იზრდება ბუნებრივი წყალსატევებით სარგებლობა, ხშირია თერმულად არასათანადოდ დამუშავებული საკვების მიღება, ცხოველებთან კონტაქტები.

ბოლო წუთის ინფორმაციით, ამჟამად აშშ 48 შტატში იფეთქა სალმონელოზმა, რამაც 2 ადამიანის სიკვდილი და 768 ადამიანის ჰოსპიტალიზაციის მიზეზი გახდა.

დაავადებას სალონელას გვარის ბაქტერიები იწვევენ. მათი გადაცემა ძირითადად დაბინძურებული საკვებით და წყლით ხდება, თერმულად დაუმუშავებელი კვერცხი, რძე და ხორცი, ბაქტერიულად დაბინძურებული კრემიანი ნაცხვრები, უცნობი წყალსატევები, არასუფთა სასმელი წყალი ის მიზეზებია, რაც სალმონელოზით ინფიცირებას განაპირობებს.

სალმონელოზის წყარო შესაძლოა შინაური ცხოველიც იყოს. დასნებოვნებულ ცხოველს რაიმე გამოვლინება უხშირესად არ აქვს, მაგრამ ის ადამიანისათვის გადამდებია.

დაავადება ინფიცირებიდან 12-72 საათში, როგორც წესი მწვავედ, შემცივნებით, მაღალი ცხელებით იწყება, რასაც თან სდევს გულისრევა, ღებინება, სისუსტე, მუცლის ტკივილი, დიარეა. განავალი თხიერია, უხვად წყლისშემცევლი, ლორწოს მინარევით. შესაძლებელია განვითარდეს ორგანიზმის გაუწყლოება. ნაწლავთა მოქმედება 7-10-ჯერ და შესაძლოა მეტჯერაც იყოს.

დაავადება განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს ბავშვებსა და მოხუცებში, ამიტომ მათ განსაკუთრებული ყურადღება და ჰოსპიტალიზაცია სჭირდებათ.

მწვავე პერიოდში ადამიანი გადამდებია.

სალმონელოზის გადატანის შემდეგ შესაძლოა რამდენიმე თვის განმავლობაში გამოჯანმრთელებული ადამიანი ბაქტერიის მტარებელიც დარჩეს, რაც მეტწილად თავისთავად გაივლის. იშვიათად რჩება ქრონიკული მტარებლობაც. სალმონელოზის მტარებლობის დროს ავადმყოფი განავლთან ერთად სალმონელებს გამოყოფს და სხვა ადამიანებისათვის ინფექციის წყაროს წარმოადგენს.

არსებობს სალმონელოზის გენერალიზებული ფორმა, როცა მაღალ ცხელებასთან ერთად ზინადება შინაგანი ორგანოებიც და ამიტომ განსაკუთრებით საშიშია.

როგორც დავიცვათ ბავშვი სალმონელოზისაგან

ასწავლეთ პატარას ხელების ხშირი დაბანა;

არ მისცეთ ბავშვს გაურეცხავი ხილ-ბოსტნეული;

ხორცი, თევზი, კვერცხი თერმულად სრულყოფილად დაამუშავეთ;

დაიცავით მათი შენახვის წესები და ტემპერატურული რეჟიმი
მაცივარში განცალკევებით შეინახეთ მზა და უმი პროდუქტი;

საჭრელი დაფები და სამზარეულოს სხვა ინვენტარი, რითიც ხორცი დაამუშავეთ, კარგად გარეცხეთ;

სასმელად მხოლოდ საიმედო, სუფთა წყალი გამოიყენოთ;

არ დაალევინოთ პატარას აუდუღარი რძე;

არ აბანაოთ უცნობ წყალსატევებში;

ასწვალეთ ბავშვს ცხოველთან თამაშის შემდეგ ხელების დაბანა;

შეზღუდეთ ზაფხულში უცნობი წარმოშობის კრემიანი ნამცხვრების მირება და უპირატესობა უკრემო ნამცხვრებს მიანიჭეთ;

თუ შინ დიარეით დაავადებულ ავადმყოფი გყავთ, ნუ დაუშვბეთ მას სამზარეულშო საკვების მოსამზადებლად”, – წერს ობგაოძე.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here