Home განათლება თეა გოგოტიშვილი: გარდატეხის ასაკში სოციალურ ქსელზე მიჯაჭვულობა დეპრესიას აყალიბებს

თეა გოგოტიშვილი: გარდატეხის ასაკში სოციალურ ქსელზე მიჯაჭვულობა დეპრესიას აყალიბებს

187
SHARE

თინეიჯერები, რომლებიც სოციალურ ქსელში საათებს ატარებენ, დეპრესიისგან იტანჯებიან – ამ დასკვნას ფსიქოლოგები მონრეალის უნივერსიტეტის კვლევებზე დაყრდნობით აკეთებენ.

სპეციალისტებმა სოციალური მედია მენტალური პრობლემების შექმნაში დაადანაშაულეს. კვლევებმა აჩვენეს, რომ რაც უფრო მეტ დროს ატარებენ თინეიჯერები ეკრანთან, უფრო მეტად დეპრესიულები ხდებიან.

სოციალური მედია და სატელევიზიო შოუები დეპრესიულ მდგომარეობას ამძაფრებს და დამოუკიდებელ აზროვნებას ხელს უშლის. “დეპრესიით და მენტალური პრობლემებით დღეს ბევრი თინეიჯერი იტანჯება, ყოველ 100 წუთში კი ერთი თინეიჯერი თვითმკველობით ამთავრებს სიცოცხლეს”, – წერს “დეილი მეილი”. 

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ამ ასაკში ტვინში ემოციური ცვლილებები მიმდინარეობს. მოზარდებს ისედაც უჭირთ ამ დროს კომუნიკაცია, თუნდაც ნაცნობებთან, სოციალური მედია კი უფრო ჩაკეტილს და დეპრესიულს ხდის თინეიჯერებს.

მონრეალის უნივერსიტეტის კვლევაში 12-დან 16 წლამდე 4000 თინეიჯერი მონაწილეობდა.

რადიო “ფორტუნა” ფსიქოლოგ თეა გოგოტიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ შეიძლება ასე პირდაპირი კავშირი დეპრესიასა და სოციალურ ქსელს შორის არ იყოს დადგენილი, მაგრამ ეს დეპრესიის ჩამოყალიბების წინა პერიოდია.

წყარო: fortuna.ge

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here