Home აღზრდა „ვიქნები ისეთი მშობელი, როგორიც საქართველოში იშვიათია“

„ვიქნები ისეთი მშობელი, როგორიც საქართველოში იშვიათია“

126
SHARE

1. მე ვარ… თავისუფალი, ბედნიერი ადამიანი, რომელიც კმაყოფილია ცხოვრებით;

2. ცხოვრება არის… ბრძოლა, რაც უფრო მეტი გამარჯვება გაქვს, მით უფრო საინტერესოა;

3. თავისუფლება ნიშნავს… იყო სტერეოტიპებისგან თავისუფალი და აკეთო მხოლოდ ის, რაც შენ მოგწონს, რაც განიჭებს სიამოვნებას და არავითარი ხათრი, წესები, ჩარჩოები არ გქონდეს. რაც მთავარია, შენი თავისუფლება არ იკვეთებოდეს სხვის თავისუფლებასთან და არ უქმნიდეს დისკომფორტს;

4. ადამიანებს ცვლის… ცხოვრება, კარგ ხალხთან ყოფნა, ბევრი შრომა, გამოცდილება, ზოგადად, ბევრი რამ ცვლის ადამიანს;

5. არ მესმის იმ ხალხის… რომლებიც ცხოვრობენ სხვისი ცხოვრებისთვის, ანუ მთელ თავიანთ ცხოვრებას ხარჯავენ სხვის კრიტიკაში, განხილვაში, მუდმივად ჭორაობენ სხვებზე და ამასობაში გაურბით საკუთარი ცხოვრება;

6. უფრთხილდით მათ… ვინც არის გაბოროტებული, არარეალიზებული… ისინი შეეცდებიან წარმატებულ ადამიანებს დააბრალონ თავიანთი წარუმატებლობა, შესაბამისად, ყოველთვის იქნებიან ნეგატიურები. მე ყოველთვის ვამბობ, რომ ასეთი ადამიანები კარმას მიბინძურებენ;

7. სხვაობა უცნობ და პოპულარულ გურამს შორის… არაფერია, ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ დამოკიდებული ვარ ხალხზე, მინდა სულ ისეთი რაღაცები გავაკეთო, რაც ვიღაცისთვის სასარგებლო, საინტერესო იქნება. ვცდილობ სულ ტონუსში ვიყო;

8. თუ ვიქნებოდი პატიმარი… ვისწავლიდი ბევრ უცხო ენას, ისედაც ბევრი ვიცი, მაგრამ უფრო გავიღრმავებდი ცოდნას, ვივარჯიშებდი, დავწერდი წიგნებს;

9. კაცობრიობას აკლია… სიყვარული… ადამიანები მუდმივად ჩასაფრებული, გაბოროტებული არიან, მუდმივად ქვები აქვთ მომარჯვებული;

 

10. ვინც მოითმენს… ის ვერ მოიგებს, პირიქით, დახარჯავს დიდ დროს და ინანებს ცხოვრებაში;

11. გააკეთეთ ის… რაც გინდათ ამ წუთას, ნუ გადადებთ, რადგან ცხოვრება ხანმოკლეა დროის არაეფექტურად გამოყენებისთვის;

12. წარმატება..მარცხი… აუცილებელია, რადგან სხვანაირად ვერ ვიქნებით რეალიზებული;

13. სამშობლო ჩემთვის არის… ადგილი, რომელთანაც ბევრი რამ მაკავშირებს, ბევრი მოგონება. სამშობლო გაძლევს შესაძლებლობებს, ამასთანავე გზღუდავს, რის გამოც გიწევს ბრძოლა;

14. ერთი დღით ვიქნებოდი… ღმერთი;

15. ბავშვობაში მინდოდა… მარტო ცხოვრება, რადგან ხანდახან მელანქოლიკი ვარ და მიყვარს, როცა დამოუკიდებლად ვგრძნობ თავს… მინდოდა ბევრგან მემოგზაურა, მასწავლებლობა და ლექტორობა და ა.შ. პრინციპში, რაც ბავშვობაში მინდოდა და შემდგომ პერიოდში, ყველაფერი ავიხდინე;

16. ვკარგავ ადამიანებს… წლებია უკვე ნაკლებად მიმტევებელი გავხდი. ყოველთვის, ვინც რაღაც საბედისწერო შეცდომას უშვებს, როგორი მაგარი მოგონებები, სიყვარულიც არ უნდა მაკავშირებდეს მასთან, მიდის ჩემი ცხოვრებიდან, რადგან ნდობა თუ იკარგება, შემდეგ აღარაფერს აქვს აზრი;

17. სიყვარული… ბევრი პოზიტიური ემოციის ერთობლიობაა – ნდობის, მეგობრობის, ურთიერთგაგების. მწერლები როგორც ხატავენ თავიანთ ნაწარმოებებში სიყვარულს, ისე არ წარმომიდგენია;

18. ჰობი… ბევრი მაქვს… ხან მხატვარი ვარ, ტილოზე ვხატავ ზეთებით, ხან მომღერალი – სიმღერებს ვწერ, ხან ფორტეპიანოზე ვუკრავ, ხან უვარგისი ნივთებიდან ვქმნი სუვენირებს… ძერწვა, ჭადრაკის თამაში, ლექსების წერა, მოგზაურობა – ეს ყველაფერი ჩემი ჰობია…

 

19. მეგობარია ის, ვინც მუდმივად შენთანაა და რომელიც თანაბრად საიმედოა მაშინ, როცა წარმატებული და ბედნიერი ხარ და ასევე, როცა გიჭირს… როცა არ გამადლის, არ გიმატებს პრობლემებს. მეგობარი ბევრი მყავს, მაგრამ ახლო მეგობარი – ცოტა;

20. უფალს ვკითხავდი… ხშირ შემთხვევაში რატომ არის უსამართლო?!

21. კრიტიკა არის… საჭირო და აუცილებელი. მის გარეშე რთულია განვითარება. ლანძღვა-გინებას არ აღვიქვამ კრიტიკად, ვფიქრობ, ეს ადამიანების ხრიალია;

22. საკუთარი თავის შესაცნობად… ხშირად მივდივარ სამოგზაუროდ, ან ვრჩები მარტო და ვფიქრობ ძალიან ბევრს;

23. ბედნიერება არის… ჩემთვის თავისუფლებაა, როცა შეზღუდული არ ხარ არაფერში… ხანდახან არაფრის კეთებაც შესაძლოა, იყოს კომფორტი.

24. უცნაური აკვიატება მაქვს… მაგალითად, როცა სტუმრად ვარ ხელების ხშირი, ისტერიული დაბანა; ასევე ის, რომ ადამიანის შეცნობა მიყვარს და შესაძლოა, უადგილო ადგილას დავიწყო კომუნიკაცია. მაგალითად, მყავს მანქანა, მაქვს ბენზინის ფული, თუმცა ვდგავარ გზაზე და მინდა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გავიცნო და თავგადასავლები მოვიზიდო;

25. მსოფლიოს ვეტყოდი რომ… მიუხედავად ბევრი პრობლემისა, გვაქვს ულამაზესი ქვეყანა და ერთხელ მაინც ნახონ;

26. არასდროს მეგონა…თუ ამდენი ბოროტება იქნებოდა დაბუდებული ადამიანში;

27. ხალხი… ასოცირდება ბრბოსთან, რომელიც ყაყანებს, არ გისმენს, ზომბირებულად ერთ პოზიციას აწვება, ყოველთვის ცდილობს, თავისივე ჭაობში ჩაგითრიოს;

28. ხვალინდელი დღე… ყოველთვის ოპტიმიზმით არის სავსე… ვიძინებ ყოველთვის რაღაც კარგის მოლოდინში;

29. შვილებს ვასწავლოთ… დამოუკიდებლობა, მივცეთ თავისუფლება… ყველა ადამიანი არის ინდივიდი და ყველას კომფორტის ზონა განსხვავებულია. ვიქნები ისეთი მშობელი, როგორიც საქართველოში იშვიათია. შვილებს ბევრი ბრძოლა უწევთ იმისთვის, რომ მოიპოვონ ბედნიერება.

 

30. ქალს ალამაზებს… განათლება, ემოციური ინტელექტი, იუმორი და პოზიტიური ენერგია;

31. ენერგიით მავსებს… სიახლეები… მაგალითად, ყოველ დილით, ჩამოწერილი მაქვს გეგმა, რა უნდა გავაკეთო დღის განმავლობაში. ბედნიერი ვარ, როცა საღამოს გადავხაზავ და ყველაფერი შესრულებულია. მიყვარს, როცა არ ვკარგავ დროს და ვხვდები, რომ ნაყოფიერად ვიმუშავე ყველა მიმართულებით.

წყარო:moms.ge

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here