Home სხვადასხვა 11 000 ბავშვი ქარსის მაღაროში უმძიმეს პირობებში მუშაობს, მოპოვებულ პროდუქტს კი მთელი...

11 000 ბავშვი ქარსის მაღაროში უმძიმეს პირობებში მუშაობს, მოპოვებულ პროდუქტს კი მთელი მსოფლიო იყენებს

201
SHARE

მადაგასკარში, ქარსის მომპოვებელ მაღაროში ათასობით არასრულწლოვანი მუშაობს. The Guardians-ის ინფორმაციით, ბავშვები მაღაროში უმძიმეს პირობებში მუშაობენ. ქარსის მომპოვებელ მაღაროში კანონის დარღვევით,  დაახლოებით, 11 000 ბავშვი მუშაობს. არასრულწლოვნები მაღაროში დასაქმებული ადამიანების ნახევარზე მეტს შეადგენენ.
არასამთავრობო ორგანიზაციები მადაგასკარის ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ დაიწყონ ამ საქმეზე გამოძიება.

აღსანიშნავია, რომ ბუნებრივ მინერალ ქარსს საღებავების დასამზადებლად მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყენებენ. მას განსაკუთრებით ფართო გამოყენება კოსმეტიკაში აქვს. მადაგასკარში მოპოვებული ქარსის 90% ექსპორტზე ჩინეთში გადის.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here