Home მედიცინა თამარ ობგაიძე: არ გამოიყენოთ ვეტერინალური მედიკამენტები ბავშვებისთვის!

თამარ ობგაიძე: არ გამოიყენოთ ვეტერინალური მედიკამენტები ბავშვებისთვის!

133
SHARE

რატომ არ შეიძლება ბავშვებისთვის ვეტერინარული პრეპარატების გამოყენება – ამის შესახებ პედიატრი თამარ ობგაიძე საუბრობს.

“ყველასათვის გასაგებია -ვეტერინარული პრეპარატები ცხოველებისა და ფრინველებისათვისაა განკუთვნილი, თუმცა ზოომაღაზიებში არცთუ იშვიათად შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც ვეტერინარულ მედიკამენტებს მოზრდილებისა და ბავშვებისათვის ყიდულობენ.

ამ ადამიანების არგუმენტი ასეთია – ცხოველებიც ძუძუმწოვრები არიან, მათთვის უხშირესად იგივე მედიკამენტები გამოიყენება, რაც ადამიანებს ენიშნებათ, ამავდროულად ეს წამლები უფრო იაფია.

დიახ, ხშირ შემთხვევაში მედიკამენტების მოქმედი ნივთიერებები მართლაც იგივეა, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ადამიანისათვის განკუთვნილი მედიკამენტები გაცილებით უფრო გაწმენდილია და დამუშავებულია ქიმიურად, ამავდროულად, ვეტერინარული წამლები უბრალო, იაფფასიან ჭურჭელშია წარმოდგენილი, რაც , რა თქმა უნდა, მოქმედებს მის ფასზე.

ოთხფეხა მეგობრების ყველა პატრონი იცნობს პრეპარატ ბარსს, ის პარაზიტებთან საბრძოლველად გამოიყენება, თუმცა მნიშვნელოვანი შეზღუდვით – მისი გამოყენება არ შეიძლება ორსულ ძუძუმწოვრებსა და ლეკვებში.

ზრდასრული ცხოველის დამუშავება უნდა მოხდეს ღია ფანჯარასთან ან აივანზე. დამუშავების დროს არ შეიძლება თამბაქოს მოწევა, საკვებისა და სასმელის მიღება, რათა პრეპარატი ადამიანის პირის ღრუში არ მოხვდეს.

ცხოველის დამუშავების პროცესს არ უნდა ესწრებოდეს ადრეული ასაკის ბავშვი ტოქსიური ზეოქმედების თავიდან ასაცილებლად!

მოდით, ვნახოთ, რატომაა ამდენი სიფრთხილე საჭირო ბარსის გამოყენებისას.

მისი მთავარი შემადგენელი ნაწილი ფიპრონილია, რომელიც საკმაოდ ტოქსიკური ნივთიერებაა. 2017 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან მილიონობით ქათმის კვერცხი იქნა ამოღებული რეალიზაციიდან და განადგურდა, რადგან მათში ამ პრეპარატის მცირე რაოდენობა მოხვდა!

ადამიანზე ზემოქმედების შორეული შედეგები ამ ეტაპზე ცნობილი არ არის, ექსპერიმენტულ ცხოველებში კი დადასტურებულია მისი კანცეროგენული ზემოქმედება.

ბარსი შეიცავს აგრეთვე დიფლუბენზურონს და დიკარბოქსიმედს. ამ უკანასკნელს გამოხატული ანტიანდროგენული ეფექტი აქვს, რაც ნიშნავს, რომ ის მამაკაცის სასქესო ჰორმონების დონეს აქვეითებს.

არ შეიძლება მსგავსი ტოქსიკური საშუალებების ადამიანისათვის გამოყენება, მეგობრებო! ბავშვის ნაზი, უმწიფარი ორგანიზმისათვის მით უმეტეს არ შეიძლება! თავის ტილის წინააღმდეგ ადამიანისთვის განკუთვნილი საშუალებები უნდა გამოვიყენოთ.

კიდევ ერთი მედიკამენტი, რომელსაც აქტიურად იყენებენ ბავშვთა ასაკში, როგორც იმუნოსტიმულატორს, არის ACD (დოროგოვის ანტისეპტიკი-სტიმულატორი), რომელიც განკუთვნილია ცხოველებისა და ფრინველების ვირუსული და ბაქტერიული ინფექიების, კანის დაავადებების, კუჭ-ნანწლავის, სასუნთქი გზების დაავადებათა სამკურნალოდ, ასევე ახალგაზდრა ცხოველების სწრაფი ზრდა-გავითარების ხელშეწყობისთვის, გამოჯანმრთელების დასაჩქარებლად.

ეს პრეპარატი შეიქმნა რუსი მეცნიერის დოროგოვის მიერ 1947 წელს, შესაძლო ბირთვული თავდასხმის შემდეგ განვითარებული დაზიანებების მკურნალობის მიზნით. ⚡️თავდაპირველად მის მოსამზადებლად ბაყაყის ქსოვილები გამოიყენებოდა. ამჟამად კი სიიაფისათვის სხვადასხვა ცხოველის ხორცისა და ძვლის ფქვილს გამოიყენებენ. ეს არის ორგანული მასალის (ხორცის) თერმული ხრწნის პროდუქტი, რომელსაც ხრწნის შესაბამისი სუნი და გემო აქვს!

ამ პრეპარატის კვლევა დასრულებული არ არის და შესაბამისად, უცნობია, რა შორეული შედეგები შეიძლება ჰქონდეს მასში შემავალ დაბალმოლეკულურ ინგრედიეტებს ადამიანის ორგანიზმზე.

მოდით, ნუ გამოვიყენებთ ვეტერინარულ მედიკამენტებს ჩვენი პატარებისათვის. ისინი სათუთ მიდგომას და უსაფრთხო და ეფექტურ მკურნალობას იმსახურებენ!”- წერს ობგაიძე.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here