„მინდოდა კახასთვის დამემალა…ისე მოხდა, რომ…” – ანუკი არეშიძე შვილებთან ურთიერთობაზე საუბრობს

    522
    SHARE

    დიზაინერი ანუკი არეშიძე შვილებთან ურთიერთობაზე საუბრობს და ამბობს, რომ მკაცრი დედაა.

    დიზაინერი ანუკი არეშიძე შვილებზე საუბრობს. როგორც გადაცემა „სთორიში“ დიზაინერმა განაცხადა, ბავშვებმა მისი ორსულობის შესახებ გაიგეს, როცა მეექვსე თვეში იყო. თუმცა სქესს ყველას უმალავდნენ.

    ანუკი არეშიძის "სთორი"

    📌 ანუკი არეშიძის "სთორი" 💫 დამიმეგობრდით/გამომყევით ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/tatisharangia7/💄 წამყვანის მაკიაჟზე და ვარცხნილობაზე იზრუნეს: ქეთი გოგიშვილმა და ნინო ბოკუჩავამ

    Posted by სთორი/Story on სამშაბათი, 12 თებერვალი, 2019

    „მინდოდა, რომ კახასთვის დამემალა. ისე მოხდა, რომ ექიმმა კახას დაურეკა და უთხრა, ყველაფერი კარგად არის და გილოცავთ, ესეც ბიჭიაო. სახლში რომ მოვიდა, რაღაცნაირად მექცეოდა, და მივხვდი, რომ ექიმს ჰქონდა დარეკილი, რადგან იმ დღეს მეილზე პასუხს ველოდი. არადა ერთმანეთს პირობა მივეცით, რომ სქესს არ გავიგებდით”, – იხსენებს ანუკი არეშიძე.

    მისი თქმით, მისმა მესამე ვაჟმა ვაჩემ დღემდე ვერ აღიქვა, რომ ნიკოლა მისი ძმაა.

    „მეუბნება ხოლმე, შენი ბავშვი ტირის და მიხედეო. უფროსი ორი ძალიან გახარებული იყვნენ“, – ამბობს ანუკი არეშიძე.

    დიზაინერის თქმით, მკაცრი დედაა. მის შვილებს ძვირადღირებული ტელეფონები არ აქვთ და არც ინტერნეტით სარგებლობენ, შესაბამისად, არც სოციალური ქსელებით.

    „საღამოს 8 საათზე იძინებენ. სკოლაში წყნეთიდან დიდ დიღომში დადიან და გზაში 40 წუთი მაინც უნდათ, ამიტომ ადრე დგებიან. მინიმუმ 11 საათი სძინავთ და ამას არ აპროტესტებენ“, – ამბობს დიზაინერი.

    დიზაინერს და მის მეუღლეს, თბლისის მერს კახა კალაძეს ოთხი ვაჟი ჰყავთ – კახა, ლევანი, ვაჩე და ნიკოლა კალაძეები. ნიკოლა 2018 წლის სექტემბერში დაიბადა.

    Banner 5

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here