Home მედიცინა “რა არის შარდის საერთო ანალიზი და როგორ უნდა ავიღოთ შარდი გამოკვლევისათვის”

“რა არის შარდის საერთო ანალიზი და როგორ უნდა ავიღოთ შარდი გამოკვლევისათვის”

158
SHARE

“რა არის შარდის საერთო ანალიზი და როგორ უნდა ავიღოთ შარდი გამოკვლევისათვის”,– ამის შესახებ რჩევებს პედიატრი თამარ ობგაიძე საკუთარ FASEBOOK გვერზე წერს.

“პატარას შარდი ძლივს, წვალებით შეაგროვეთ და პასუხს ელით. იცით, რას გვეუბნება ანალიზი?

შარდის საერთო ანალიზი გულისხმობს მისი ფერის, მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის, გამჭვირვალობის , ხვედრითი წონის შესწავლას. ასევე ისაზღვრება მისი უჯრედული შემადგენლობა.

შარდში ლეიკოციტების მომატება საშარდე გზების ანთების ნიშანია. 
ერითროციტების რიცხვი შარდში მაშინ მატულობს, როცა თირკმლის ფილტრაციული აპარატის- გორგლების დაზიანება ხდება. მათი რაოდენობა მატულობს მაშინაც, როცა საშარდე გზებში კენჭი გაივლის.

ცილინდრები შედედებული ცილების, რომლებიც შარდში სხვადასხვა ანთებითი დაავადებისას ხვდება. ზოგიერატი ტიპის ცილინდრი შესაძლოა ნორმაშიც შეგვხვდეს.

ცილა შარდში იმ შემთხვევაში გვხვდება, თუ თირკმელში ფილტრაციის პროცესი დაირღვა. ეს გლომერულონეფრიტის ანუ თირკმლის ანთების დროს ხდება.

ცილა შარდში შესაძლოა ნორმაშიც მოხვდეს მაღალი ცხელების ან გაძლიერებული ფიზიკური დატვირთვისას.

გლუკოზა (შაქარი) შარდში ნორმაში არ გვხვდება.შაწრიანი დიაბეტის დროს, თუ სისხლში შაქრის რაოდენობა მკვეთრად მატულობს, ის შარდშიც გამოჩნდება.

ბილირუბინი სისხლის ყვითელი პიგმენტია, რაც ნორმაში შარდში არ უნდა იყოს. მისი გამოჩენა ღვიძლის დაავადებათა ერთ- ერთი ნიშანია.

როგორ ავიღოთ შარდი კვლევისათვის?

მასალის აღების წინ არ მისცეთ ბავშვს ჭარხალი, სტაფილო, რადგან ეს პროდუქტები ფერს უცვლის შარდს.

ჩაბანეთ ბავშვს გარეთა სასქესო ორგანოები.

გოგონებში მენსტრუაციის დროს შარდის აღება რეკომენდებულივარ არის, რადგან მასში სავარაუდოდ სისხლი მოხვდება.

შეაგროვეთ შარდი სუფთა კონტეინერში. 

მაქსიმალური სიზუსტისათვის უმჯობესია შარდის შუა ულუფა აიღოთ.

მასალის აღების შემდეგ მჭიდროდ დაახურეთ თავი კონტეინერს და რაც შეიძლება სწრაფად წაიღეთ ლაბორატორიაში.

პასუხს ექიმი დეტალურად გაგიმარტავთ”, – წერს ობგაიძე.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here