Home კვება რა მოთხოვნები წაეყენება ბავშვისათვის საჭირო სასმელ წყალს – პედიატრის რჩევები

რა მოთხოვნები წაეყენება ბავშვისათვის საჭირო სასმელ წყალს – პედიატრის რჩევები

74
SHARE

რა მოთხოვნები წაეყენება ბავშვისათვის საჭირო სასმელ წყალს”, – ამის შესახებ პედიატრი თამარ ობგაიძე საკუთარ FASEBOOK გვერდზე წერს. 

“წყალი, რა თქმა უნდა, სუფთა უნდა იყოს და შეიცავდეს საჭირო რაოდენობის მარილებს.
წყალში ნატრიუმის შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 20მგ/ლ, რადგან ჩვილის ორგანიზმი მიდრეკილია ქსოვილებში მისი სწრაფი დაგროვებისაკენ და ადვილად ვითარდება შეშუპება.

კალიუმის რაოდენობა უნდა იყოს 20 მგ- მდე
კალციუმის შემცველობა – არაუმეტეს 60 მგ
მაგნიუმის რაოდენობა – 35 მგ ლიტრზე
ქლორიდების დონე არ უნდა აღემატებოდეს 150მგ/ლ
სულფატების შემცველობა – 150 მგ/ლ

ჩვილისათვის განკუთვნილი წყალი არ უნდა იყოს ძალიან ხისტი და ტუტე.
სიხისტე არ უნდა აღემატებოდეს 7მგ/ექვ/ლ, ხოლო ტუტიანობა – 5 მგ/ ექვ/ლ

დაუშვებელია სასმელ წყალში ნიტრატების შემცველობა, რადგან ის აღიზიანებს უმწიფარ კუჭ- ნაწლავის ტრაქტს.

ასევე არაა რეკომენდებული ქლორირებული წყლის მიცემა

და ბოლოს, არ დაგავიწყდეთ ბავშვისათვის საჭირო რაოდენობის წყლის მიწოდება! მართალია მას კვებითი ღირებულება არ აქვს, მაგრამ ორგანიზმის სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის მეტად საჭირო ნივთიერებაა”, – წერს ობგაიძე.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here