Home კვება როგორი ლიმონათი სჯობს მივცეთ პატარას?- პედიატრის რჩევები დედებს

როგორი ლიმონათი სჯობს მივცეთ პატარას?- პედიატრის რჩევები დედებს

123
SHARE

რა შეიძლება გამოიწვიოს ლიმონათის და სხვა გამაგრილებელი სასმელის გადაჭარბებულმა მოხმარებამ,- ამის შესახებ მეცნიერებათა დოქტორი, პედიატრი თამარ ობგაიძე საუბრობს.

ყველაფერი იწყებოდა ასე…

ლეგენდა ამბობს, რომ ფრანგ მონარქ ლუდოვიკო I-ს სადილზე მსახურმა შემთხვევით მიაწოდა ლიმონის წვენი ღვინის ნაცვლად. შემდეგ კი შეშინებულმა შეცდომის გამოსწორება მანამ სცადა, სანამ მეფე სასმელს გასინჯავდა. მან ჭიქაში ცოტა შაქარი და წყალი დაამატა. ამბობენ, რომ ფრანგ მონარქს გამაგრილებელი სასმელი ძალიან მოეწონა და ზაფხლის ცხელ დღეებში მისი მირთმევა ყოველდღე ბრძანა.
ასწლეულების მანძილზე ლიმონთს ჩვეულებრივ შინ ამზადებდენენ და როგორც სახელწოდებიდან ჩანს ის თავდაპირველად სწორედ ლიმონისაგან მზადდებოდა. ის სასარგებლო და ამავდროულად კარგი გამაგრილებელი სასმელი იყო, რადგან ნატურალური ლიმონათი ვიტამინებს, ორგანულ მჟავებს, ანტიოქსიდანტებს და შედარებით მცირე რაოდენობის შაქარს შეიცავს, ვიდრე მისი სინთეზური ანალოგები.
მე-19 საუკუნის შუა წლებში ინგლისელმა მეცნიერმა ჯოზეფ პრისტლიმ სატურატორი გამოიგობა, რომელსაც სითხეში ნახშირმჟავას ჩაჭირხვნა შეეძლო, გამაგრილებელი სასმელების ბუმსაც სწორედ მაშინ დაედო სათავე. ძველი ნატურალური გამაგრილებელი სასმელის რეცეპტიც ნელ-ნელა დავიწყებას მიეცა. ნატრალური სასმელის წარმოება ძვირი ჯდებოდა, ამიტომ მარტივი გამოსავლი მოიძებნა – სითეზური ესენციები, მჟავები და საღებავები. საყოველთაოდ ცნობილი ლიმონის მჟავის სინთეზური ანალოგიც სწორედ მაშინ შეიქმნა. მიუხედავად იმისა, რომ გამაგრილებელი სასმელის წარმოება მრავალი ხილის ესენციისაგან დაიწყეს, სასმელს მაინც ძველი სახელი ლიმონათი დარჩა.

რა შეიძლება გამოიწვიოს ლიმონათის და სხვა გამაგრილებელი სასმელის გადაჭარბებულმა მოხმარებამ?

1 ჭიქა ლიმონათი შეიცავს 99 კკალ ენერგიას და 25 გრამ ანუ 6 ჩაის კოვზ შაქარს. ამერიკის გულის ასოციაციის რეკომენდაციით, ზრდასრული ქალების მიერ შაქრის მაქსიმალური მოხმარება უნდა იყოს არაუმეტეს 6 ჩაის კოვზი, ხოლო მამაკაცებისათვის – 9.
ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ 1 ჭიქა ლიმონათით პრაქტიკულად ხდება მაქსიმალური დასაშვებ დოზის მიღება, რაც გამორიცხავს დღის მანძილზე სხვა შაქრების მოხმარებას! ახლა მითხარით, გეგულებათ ბავშვი, რომელიც მხოლოდ 1 ჭიქა ლიმონათს დასჯერდება?
ტკბილი სასმელის გადჭარბებული მოხმარებით იზრდება:
კბილების კარიესის რისკი – ლიმონათის შემადგენლობაში არსებული მჟავები და შაქარი სწრაფად აზიანებენ კბილის მინანქარს. თავდაპირველად კბილები ცივსა და ცხელზე რაეგირებს ტკივილით, კბილებზე ნადები ჩნდება, რომელის წარმომავლობას ახალგაზდრა დედები ვერაფრით ხსნიან, სინამდვილეში ეს სწორედ პირის ღრუში გამრავლებული ბაქტერიების ცხოველქმედების შედეგად წარმოიქნება.
სიმსუქნის რისკი – შაქრის დიდი რაოდენობით მოხმარება ჭარბი კალორიების მიღებას გულისხმობს, რაც ზედმეტი კილოგრამების დაგორვებას იწვევს
მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების რისკი
გული-სისხლძარვთა სისტემის დაავადებათა რისკი
კუჭ-ნაწლავის სისტემის დაზიანებათა რისკი – ლიმონათის შემადგენლობაში შემავალი მჟავები, მათ შორის ნახშირმჟავა, ბავშვის ნაზ ლორწოვან გარსს ზიანს აყენებს.
ქიმიური საღებავები, კოსნერვანტები – ზოგიერთი მათგანის კანცეროგენული ეფექტი დადასტურებულია.
კიდევ უფრო არასასურველია ბავშვისათვის ე.წ. დაბალკალორიული გამაგრილებელი სასმელები, რომელიც შაქრის შემცველელს შეიცავს. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შაქრის შეცვლელი ასპარტამია, რომელიც დაახლოებით 30 გრადუს ტემპერატურაზე გამაგრილებელი სასმელის შენახვისას იშლება და მეთანოლად გარდაიქმენბა, რაც ტოქსიური ნივთიერებაა.
ცალკე საკითხია, სად, რა პირობებში ხდება ზოგიერთი ლიმონათის წარმოება და შესაბამისად, ხომ არ შეიცავს ის ჯანმრთელობისათვის მავნე ბაქტერიებსა და მინარევებს.
გამაგრილებელ სასმელებში ფოსფორმჟავას შემცველობა ხელს უწყობს ძვლებიდან კალციუმის გამოდევნას, რამაც შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს პატარას ზრდა-განვითარებას.

რჩევები დედებს

კატეგორიულად არ შეიძლება მისცეთ ლიმონათი ან სხვა გამაგრილებელი სასმელი 1 წლამდე ასაკის ჩვილს.
შეეცადეთ მინიმალური რაოდენობით და არახშირად მისცეთ მისი დალევის უფლება ადრეული ასაკის ბავშვს.
ლიმონათის არჩევისას უპირატესობა მიანიჭეთ ცნობილი ბრენდების ნაწარმს, რომელთა ქარხნები სანიტარულ კონსტროლს ექვემდებარება და არა უცნობ, მცირე საწარმოების სასმელებს.
თუ ბავშვისთვის კომერციულ სასმელს ყიდულობთ, სჯობს უპირატესობა უგაზო ლიმონათს მიანიჭოთ, რომელიც შინ გაკეთებული ლიმონათის მსგავსია.
ნუ შეიძენთ ზაფხულში ქუჩაში, მზის ქვეშ განთავსებულ გამაგრილებელ სასმელებს. მათში არსებული ზოგიერთი ნივთიერება შესაძლოა დაიშალოს მაღალ ტემპეატურაზე და ჯანმრთელობას ზიანი მოუტანოს.

მარტივი რჩევები ლიმონათის შესაფასებლად:

თუ ლიმონათი უჩვეულოდ ხასხასა, არაბუნებრივი ფერისაა, იცოდეთ, რომ მასში საკვები საღებავია.
მოარიდეთ პატარა ლიმონათს, რომლის შემადგენლობაში შედის ხელოვნური საკვები დამატკბობლები – ასპარტამი, ქსილიტი, საქარინი.
არსებობს მარტივი წესი იმის გამოსაცნობად,შაქარს შეიცავს ლიმონათი თუ შაქრის შემცვლელს. ამ მიზნით დაასხით ცოტაოდენი ლიმონათი ჭიქაში და გააჩერეთ 2-3 დღე ოთახის ტემპერატურაზე. შაქრის შეცველი გამაგრილებელი სასმელი აუცილებლად ამჟავდება.
დაბოლოს, არ დაიზაროთ ბავშვისათვის ლიმონათის შინ მომზადება. ის სასარგებლო სასმელია და კარგი გამაგრილებელი ეფექტიც აქვს.

როგორ მოვამზადოთ ნატურალური ლიმონათი შინ?

აიღეთ რამდენიმე პიტნის ფოთოლი და შაქარი გემოვნებით, შეეცადეთ დასრისოთ ერთად, დაამატეთ ნატურალური ლიმონის წვენი დაახლოებით ჭურჭლის 30% და შეავსეთ სასმელი გაზირებული წყლით. არ დაივიწყოთ ყინულის კუბიკები. ნატურალური, სასარგებლო გამაგრილებელი სასმელი მზადაა!- წერს ობგაიძე.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here