Home სხვადასხვა “ჩემი შვილის ტოლი ხუჭუჭა ბავშვი იწვა და…”- მეშვიდე სართულიდან წლინახევრის ბავშვი გადმოვარდა

“ჩემი შვილის ტოლი ხუჭუჭა ბავშვი იწვა და…”- მეშვიდე სართულიდან წლინახევრის ბავშვი გადმოვარდა

524
SHARE

თბილისში, საექიმოს ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულიდან წლინახევრის ბავშვი გადმოვარდა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. სხვა დეტალები უცნობია.

სოციალურ ქსელში თვითმხილველის პოსტიც ვრცელდება:

„დღეს რაც მე ვნახე, ეს იყო ჯოჯოხეთი. არასდროს არაფერი ამაზე საშინელი არ მინახავს. ჩემი შვილის ტოლი ბავშვი გადმოვარდა მეშვიდე სართულიდან. დედამისი ლამის ხელში ჩამაკვდა და ბოლო ხმაზე მიკიოდა, მითხარი რომ ცოცხალიაო. ბავშვი დაიღუპა და ამ ჯოჯოხეთურმა წვიმამ წაიღო სისხლი. ღმერთო, ჩემი შვილის ტოლი ხუჭუჭა ბავშვი იწვა და კვდებოდა, მართლა მკვდარი ვარ“, – წერს თვითმხილველი.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here