“შუა მდი­ნა­რემ­დე გა­ცუ­რა, ვი­ღა­ცამ და­უ­ძა­ხა მობ­რუნ­დიო…” – ვინ იყო ხობში გარდაცვლილი მოზარდი და რას ჰყვება მასზე სკოლის დირექტორი

    168
    SHARE

    15 წლის მო­ზარ­დი, რო­მე­ლიც მდი­ნა­რე ხო­ბის­წყალ­ში და­იხ­რჩო, ხო­ბის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ შუა ხორ­გის მკვიდ­რია. იგი იმა­ვე სოფ­ლის სა­ჯა­რო სკო­ლის მე-9 კლა­სის მოს­წავ­ლე იყო. სკო­ლის დი­რექ­ტო­რის გულ­ნა­რა ტა­ბა­ღუ­ას თქმით, ის ძა­ლი­ან წე­სი­ე­რი და შრო­მის­მოყ­ვა­რე ბავ­შვი იყო. ამ­ბობს, რომ მთელ სო­ფელს მას­ზე გული შეს­ტკი­ვა.

    “გი­ორ­გი ძა­ლი­ან კარ­გად აღ­ზრდი­ლი ბავ­შვი იყო, წე­სი­ე­რი, შრო­მის­მოყ­ვა­რე. მისი გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი არ­ცერ­თი მას­წავ­ლე­ბე­ლი და, მი­თუ­მე­ტეს, მოს­წავ­ლე არ მახ­სენ­დე­ბა. ძა­ლი­ან ლა­მა­ზი, სხარ­ტი ბავ­შვი იყო, ოჯახ­ში დედ-მა­მის გვერ­დით მდგო­მი და საქ­მის მკე­თე­ბე­ლი. ამ­ბო­ბენ, რომ სა­ბა­ნა­ოდ წა­სუ­ლა, შუა მდი­ნა­რემ­დე გა­ცუ­რა, ვი­ღა­ცამ და­უ­ძა­ხა მობ­რუნ­დიო და რო­გორც კი მობ­რუ­ნე­ბუ­ლა, ჩა­ძი­რუ­ლა, გულ­მა უმტყუ­ნაო, სხვა დე­ტა­ლე­ბი ჩემ­თვის უც­ნო­ბია. სკო­ლა­ში სა­შუ­ა­ლო მოს­წრე­ბის ბავ­შვი იყო, მაგ­რამ სხვა მხრივ უნი­კა­ლუ­რი”, – აცხა­დებს გულ­ნა­რა ტა­ბა­ღუა.

    მო­ზარ­დის ცხე­და­რი ექ­სპერ­ტი­ზა­ზეა გა­დას­ვე­ნე­ბუ­ლი. შემ­თხვე­ვა დღეს მოხ­და. რო­გორც შს სა­მი­ნის­ტრო­ში “ინ­ტერპრეს­ნი­უსს” გა­ნუ­ცხა­დეს, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა 115-ე, თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

     

    წყარო: ambebi.ge

    Banner 5

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here