Home განათლება “14 წლის იყო ერთძრავიანი თვითმფრინავი, რომ ააწყო” – გოგონა, რომელსაც ჰარვარდი მომავალ...

“14 წლის იყო ერთძრავიანი თვითმფრინავი, რომ ააწყო” – გოგონა, რომელსაც ჰარვარდი მომავალ აინშტაინს უწოდებს

218
SHARE

საბრინა პერტესკი 14 წლის იყო, როდესაც მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კამპუსში ერთძრავიანი თვითმფრინავი წარადგინა. 22 წლის ასაკში ის უკვე MIT კურსდამთავრებულია და ამჯერად დოქტორანტურის საფეხურისთვის ჰარვარდის უნივერსიტეტში ემზადება.

მან უკვე მიიღო სამუშაო შეთავაზება Amazon დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსისგან, ასევე ახალგაზრდა ფიზიკოსის მიმართ ინტერესი გამოთქვა NASA.

22 წლის ფიზიკოსი შავი ხვრელების და გრავიტაციის შესწავლით არის დაკავებული.

ჩიკაგოელ ფიზიკოსს, სხვა მისი ასაკის თანატოლებისგან განსხვავებით, არ აქვს სოციალური ქსელები, ის არ მოიხმარს Facebook, Instagram და Linkedin. მას სმარტფონიც კი არ აქვს. თუმცა ის მუდმივად ანახლებს საკუთარ ვებ-გვერდს სახელწოდებით PhysicsGirl სადაც მის მიღწევებზე და კვლევის მიგნებებზე წერს.

საკვირველია, მაგრამ როდესაც ახალგაზრდა ფიზიკოსმა მასაჩუსეტსის უნივერსიტეტში ჩაბარება გადაწყვიტა ის ე.წ. სარეზერვო სიაში მოხვდა, – ეს მანამდე სანამ უნივერსიტეტის პროფესორები ნახავდნენ ვიდეოს სადაც ის საკუთარი ხელით აწყობს, მის მიერვე გამოგონილ თვითმფრინავს. თვითმფრინავის აწყობა საბრინამ 12 წლის ასაკში დაიწყო და მას 2 წელი მოანდომა. ამის შემდეგ ის უნივერსიტეტმა მიიღო და ის მიუხედავად ასაკისა, საუკეთესო ქულებზე დაასრულა.

ახალგაზრდა ფიზიკოსის მრჩეველი ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი ენდრიუ სტრომინგერია, რომელმაც საკუთარ ნაშრომში, რომელიც სტივენ ჰოუკინგთან ერთად გამოაქვეყნა, ნაწილი სწორედ საბრინა პერტესკის პოტენციალს დაუთმო და მას მომავალი აინშტაინიც უწოდა. პერტესკის კვლევებს დღეს მსოფლიოს არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია აფინანსებს.

 

წყარო: doctrina.ge

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here