Home განათლება საქართველოს სკოლებში დასაქმებული მასწავლებლებიდან საპენსიო ასაკის მქონე 16 406 პედაგოგია

საქართველოს სკოლებში დასაქმებული მასწავლებლებიდან საპენსიო ასაკის მქონე 16 406 პედაგოგია

54
SHARE

საქართველოს სკოლებში დასაქმებული 64 329 პედაგოგიდან 16 406 საპენსიო ასაკისაა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის პასუხად აცნობეს.

თავის მხრივ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მასწავლებლის ჯილდოს მიღების სურვილი 6 ათასზე მეტმა პედაგოგმა გამოთქვა. განათლების სამინისტროს შეთავაზებით, პენსიონერმა მასწავლებლებმა ან კვალიფიკაციის გამოცდა უნდა ჩააბარონ, ან შეუძლიათ ჯილდო მიიღონ ორი წლის ხელფასის ოდენობით და სკოლას დაემშვიდობონ.

აღსანიშნავია, რომ საპენსიო ასაკის მასწავლებლებისთვის ჯილდოს სახით გასაცემი თანხების რაოდენობა რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს აღწევს. იმ პედაგოგებისთვის, რომლებმაც მასწავლებლის ჯილდოს მიღების სურვილი გამოთქვეს, თანხების გაცემა აგვისტო-სექტემბერში დაიწყება.

 

წყარო: interpressnews.ge

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here