Home კვება როგორ უნდა მიხვდეს დედა, რომ ჩვილი დაპურებულია…

როგორ უნდა მიხვდეს დედა, რომ ჩვილი დაპურებულია…

217
SHARE

ძალიან ბევრი მეძუძური დედა ვერ ხვდება, საკმარის საკვებს იღებს თუ არა მისი პაწაწა. არადა ეს მარტივად შეიძლება დადგინდეს ჩვილის სხეულზე დაკვირვებით და ასევე ზოგი სხვა ნიშნით.

თუმცა მანამდე იმ ნიშნებს გაგაცნობთ, რომლებითაც ბავშვი გატყობინებთ, რომ შია.

პატარა საჭმელს გთხოვთ, თუ:

ხშირ-ხშირად აღებს და ხურავს პირს;

ენას გარეთ ჰყოფს და აცმაცუნებს ტუჩებს;

ატრიალებს თავს და ეძებს ძუძს;

ხელში აყვანისას თავს დაბლა ხრის, თითქოს „ეყვინთება“;

გაღიზიანებულია – ეს გვიანი სიგნალია;

ტირის – ეს ძალიან გვიანი სიგნალია.

ძუძუზე მყოფი ბავშვები ამ სიგნალებს დღის განმავლობაში ბევრჯერ მოგცემთ – ახალშობილები დღეში ათჯერ მაინც, ხოლო მოზრდილები თანდათან ნაკლებად.
როგორ უნდა მიხვდეთ, რომ ბავშვი საკვებით დაკმაყოფილდა?

 

 

დააკვირდით, როცა ჩვილი ძუძუს წოვს:

  • თუ პატარას ხელი მაგრად აქვს მომუშტული, ესე იგი, ის ჯერ კიდევ მშიერია, ხოლო თუ მტევანი მოდუნებული აქვს და გაშლილი – ესე იგი, კარგად გახლავთ გამაძღარი;
  • თუ ბავშვმა ჩაიძინა და ძუძუს წოვა შეწყვიტა, არავითარ შემთხვევაში არ „იძალადოთ“ მასზე, ანუ არ შეაღვიძოთ მანამ, სანამ თავად არ გადაწყვეტს განაგრძოს ჭამა. თუ მას საჭმელი არ ეყო, აუცილებლად ისევ მოითხოვს ძუძუს;
  • თუ ბავშვი ჭამის შემდეგ შფოთავს, ესე იგი, ჯერ ისევ შია;
  • თუ ჭამის შემდეგ მეძუძურ დედას მკერდი ისევ მაგარი აქვს და სავსე, ესე იგი პატარამ ცოტა ჭამა და დამატება სჭირდება.
რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ერთ ჯერზე ძუძუს წოვება?

 

სამწუხაროდ, ამაზე ზუსტ რეკომენდაციას ვერავინ მოგცემთ. ერთადერთი, რაც შეიძლება პედიატრმა გიპასუხოთ ისაა, რომ ძუძუ ბავშვმა მანამ უნდა ჭამოს, სანამ არ დაკმაყოფილდება. საამისოდ კი ზოგს 10 წუთი ჰყოფნის და ზოგს 45 წუთიც კი ეცოტავება. როცა პაწაწა კარგად დაპურდება, ის თავად შეეშვება ძუძუს და მშვიდად დაიძინებს.

წყარო: sputnik-georgia.com

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here