Home ორსულობა ქართველმა ფოტოგრაფმა საკუთარი მშობიარობა გადაიღო

ქართველმა ფოტოგრაფმა საკუთარი მშობიარობა გადაიღო

56
SHARE

ქართველმა ფოტოგრაფმა, მარიამ ჭილაიამ საკუთარი მშობიარობა გადაიღო. ინფორმაციას “ტაბულა” ავრცელებს. გამოცემასთან საუბარში ჭილაია ამბობს, რომ მსგავსი რამის გადაღებაზე აქამდე არ უფიქრია.

“მხოლოდ მას შემდეგ ვიფიქრე, რაც ვფიქრობდი, რომელიმე კოლეგა ფოტოგრაფს დაეფიქსირებინა ჩემი შვილის პირველი სუნთქვა, მაშინ გადავწყვიტე, თავად ვყოფილიყავი საკუთარი თავის ფოტოგრაფი”, – ამბობს მარიამი.

მისივე თქმით, რისკი უყვარს და აქაც არ დაიხია უკან, თუმცა გააზრებული ჰქონდა, რომ რთულ სიტუაციაში ერთდროულად მოუწევდა ყოფილიყო დედაც და ფოტოგრაფიც.

“ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ ჩავთვალე, მე რასაც ვიგრძნობდი, სწორედ იმას გადავიღებდი, ტკივილის ფონზე უფრო ემოციურ კადრს დავაფიქსირებდი. ეს კოლაჟი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პირველად ვიყავი ცხოვრებაში ორი ადამიანი ერთად. ვიყავი დედა და ამავდროულად ფოტოგრაფი, რომელიც ელოდა პატარა სოცოცხლის დანახვას და დაფიქსირებას”,- ამბობს ჭილაია.

 

 

 

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here