Home სხვადასხვა გართობა გოგონას, რომელსაც ერთი წლის სიცოცხლეს აძლევდნენ, დღეს მილიონობით ადამიანი ტაშს უკრავს

გოგონას, რომელსაც ერთი წლის სიცოცხლეს აძლევდნენ, დღეს მილიონობით ადამიანი ტაშს უკრავს

655
SHARE

7 წლის ოდრი ნეტერი ამერიკაში ძალიან პოპულარული გოგოა. ცეკვავს, მღერის და YouTube-ის ნამდვილი ვარსკვლავია, რომელსაც მილიონობით გამომწერი ჰყავს. შეიძლება YouTube-ზე მასზე ნიჭიერი ბევრი იპოვოთ, მაგრამ ოდრი განუმეორებელია თავისი ხალისითა და სიცოცხლის წყურვილით. ის მილიონობით ადამიანისთვის მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება მძიმე ავადმყოფობის მიუხედავად, ცხოვრებით დატკბე და სხვებსაც გაუწოდო დახმარების ხელი.
ოდრი კენტუკის შტატში ძვლის ტვინის თანდაყოლილი უიშვიათესი დაავადებით დაიბადა. მას დაიმონდ-ბლეკფანის ანემია აღმოაჩნდა. გოგონას კურდღლის ტუჩი და გულის პათოლოგიებიც ჰქონდა.

მსოფლიოში ერთ მილიონამდე ადამიანი იტანჯება ამ დაავდებით. სისხლის შემადგენლობის დარღვევა ძვლების ზრდის დარღვევას იწვევს, რასაც გულ-სისხლძარღვოვანი დავადებებიც ახლავს თან. ოდრის რეგულარულად ესაჭიროება სისხლისა და ჰორმონების გადანერგვა, რასაც მისი ორგანიზმი საკმარისად ვერ გამოიმუშავებს. 7 წლისთვის გოგონას უკვე 20 ასეთი პროცედურა ჩაუტარეს.

დაიმონდ-ბლეკფანის ანემიის მქონე ადამიანები, როგორც წესი, ერთ წელზე მეტ ხანს იშვიათად ცოცხლობენ. იგივე უთხრეს ოდრის მშობლებსაც გოგონას დაბადებისთანავე. ზოგიერთს ძვლის ტვინის გადანერგვა ესაჭიროებას. ზოგჯერ დროულად ჩატარებულმა მკურნალობამაც უკვე სრულწლოვანების ასაკში შეიძლება მოახდინოს რემისია.
იმის მიუხედავად, რომ უმძიმეს დაავადებას ებრძვის და მისი სიცოცხლე მუდმივად საფრთხის ქვეშ დგას, ოდრის ოჯახმა ყველაფერი გააკეთა, რათა გოგონას თავი ბედნიერად ეგრძნო. მეტიც, ოდრი სხვებსაც ამხნევებს და სტიმულს აძლევს, იმედით უყურონ მომავალს.

მამის დახმარებით, ოდრის ვიდეოებს 18 მილიონი გამომწერი ჰყავს. ყველაზე მეტად ზუმბას ცეკვა უყვარს. ეს ცეკვა კოლუმბიელმა ქორეოგრაფმა ალბერტო პერესმა მოიგონა. ცეკვა ფიტნესის ელემენტებსაც შეიცავს და ლათინურამერიკულ რიტმებს უნიკალურ ქორეოგრაფიას გადააქცევს. წარმოდგენილ ვიდეოში ოდრი სწორედ ზუმბას ცეკვავს ფიტნესის ინტრუქტორებთან ერთად.

პირველად ვიდეოში ოდრი მამასთან ერთად, სამი წლის წინ, გამოჩნდა. იქ სკოტი გიტარაზე უკრავდა. ვიდეო სამმა მილიონმა ადამიანმა ნახა.

“როგორც სხვა ბავშვი”

ოდრი პოპულარობას, რომელიც 6 წლის ასაკში დაატყდა თავს, მშვიდად შეხვდა. მშობლების თქმით, მას სიამოვნებს, როცა ქუჩაში სცნობენ და ფოტოების გადაღებას სთხოვენ.
სასაცილო ფოტოების წყალობით ოდრის მამას სურს თავის წვლილი შეიტანოს აპლასტიკურ ანემიასთან ბრძოლიაში. სწორედ ისე, როგორც ეს ფლეშმობ #IceBucketChallenge -ის შემთხვევაში მოხდა.
თუ გახსოვთ, ორი წლის წინ ადამიანები თავზე ყინულიან წყალს ისხამდნენ, რათა დაავადების სამკურნალოდ თანხა მოეგროვებინათ. ამ დაავადებისგან იტანჯებოდა ფიზიკოსი სტივენ ჰოკინგი.
ნეტერის ოჯახი ანემიასთან ბრძოლის ფონდს აქტიურად ეხმარება. “ფულს ჩვენ არ ვიღებთ, ყველაფერს ფონდში ვრიცხავთ”.
გოგონას ვიდეოებს პოზიტიური კომენტარები აქვს. მხოლოდ მცირე ნაწილი თვლის, რომ ნეტერის ოჯახი ცდილობს პიარი შეუქმნას და ვარსკვლავად აქციოს თავისი შვილი.
ოდრის მშობლების თქმით, გოგონა სხვ ბავშვებივით ცხოვრობს: დადის სკოლაში, სადაც კარგად სწავლობს. ჰყავს მეგობრები და ძალიან უყვარს ფუმფულა სათამაშოები.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here