“ამ მე-7 სართულიდან დაცემაზე თითქოს დრო დაპაუზდა” – გიორგი გვარჯალაძე სამადლობელ პოსტს ავრცელებს

    313
    SHARE

    გარდაცვლილი მოზარდის ლენო გვარჯალაძის მშობლები გიორგი გვარჯალაძე და ლულუ კახიანი, ახლობლებსა და მეგობრებს თანადგომისთვის მადლობას უხდიან.

    გიორგი გვარჯალაძე წერს, რომ ცხოვრებაში ყველა განსაცდელის შემდეგ ფეხზე სწორედ მეგობრების დახმარებით წამოდგა.

    “ყოველი აფრენა იყო უფრო ზემოთ და ყოველი დაცემა – უფრო ქვემოთ (ლ. ბურდული). ყველაფერი ცუდი, რაც წაკითხული და ფილმში ნანახი მქონდა, უკვე მოხდა ჩემს ცხოვრებაში. ყოველ ჯერზე მეგობრების დიდი მხარდაჭერით გავსწორდი წელში და ისევ გავფრინდი.

    ამ, მე-7 სართულიდან დაცემაზე თითქოს დრო დაპაუზდა – უმძიმესად (ჩემსავით) დაკავებული ადამიანები მთელი დღეები ჩემთან იყვნენ, ყოველი თავის აწევისას ვხედავდი მათ სახეებს და უფრო ხშირად მინდებოდა თავის წამოწევა, წამოდგომა…

    მეგობრებო – მადლობა x 1 000 000 000!” – წერს გიორგი გვარჯალაძე.

    4 ივნისს, თბილისში, მე-9 კლასელი გოგონა მაღალსართულიანი კორპუსის ფანჯრიდან გადავარდა (სავარაუდოდ მეშვიდე სართულიდან) და გარდაიცვალა. შემთხვევა გოგონას საცხოვრებელ სახლში მოხდა.

    Banner 5

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here