Home სხვადასხვა დნმ-ით დასტურდება, რომ 16 წლის გოგოს გაუპატიურებაში ბრალდებული კაცი ახალშობილის მამაა

დნმ-ით დასტურდება, რომ 16 წლის გოგოს გაუპატიურებაში ბრალდებული კაცი ახალშობილის მამაა

597
SHARE

შინაგან საქმეთა სამინისტრო ლაგოდეხში 16 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ კაცზე ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1979 წელს დაბადებული ი. ბ. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს.

მათიცე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ბ.-მ 2018 წლის სექტემბერში, 16 წლის არასრულწლოვან გოგონასთან, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალადობის მუქარის გამოყენებით, დაამყარა სქესობრივი კავშირი, არასრულწლოვანი დაფეხმძიმდა, რომელმაც მიმდინარე წლის მაისში იმშობიარა.

„შესაბამისად, პოლიციას მას შემდეგ მიმართეს, როდესაც არასრუწლოვანმა ბავშვი გააჩინა. გამოძიების ფარგლებში ჩატარებული გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის შედეგად დადგინდა, რომ ი. ბ. ახლად დაბადებული ბავშვის მამაა.

გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით გაუპატიურების ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის დ ქვეპუნქტით“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დანაშაული 10-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here