Home აღზრდა პატარა ლილი, რომელსაც დაბადებისას ნახევარი ტვინი არ ჰქონდა, უკვე 6 წლისაა და...

პატარა ლილი, რომელსაც დაბადებისას ნახევარი ტვინი არ ჰქონდა, უკვე 6 წლისაა და სკოლაშიც დაჰყავთ

162
SHARE
პატარა ლილი უეთერელი (Lily Wetherall) დაბადებისას ჩვეულებრივ ახალშობილს ჰგავდა, თუმცა თავის ტვინის სკანირების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ბავშვი ე. წ. ჰიდროანენცეფალიით დაიბადა. ეს არის თავის ტვინის ანომალია, როდესაც ახალშობილს არ გააჩნია დიდი ნახევარსფეროები და აქვს მხოლოდ მედულას (მოგრძო ტვინის) ძალიან თხელი ფენა, დანარჩენი ადგილი კი ცერებროსპინალურ სითხეს უკავია. ქვემოთ მოცემულ სურათზე ეს კარგად ჩანს. ამგვარი ანომალიის მქონე ბავშვები ან დაბადებისთანავე იღუპებიან, ან ცოტა ხანს ცოცხლობენ. ამას უწინასწარმეტყველებდნენ ექიმები ლილისაც, თუმცა…

ლილი არც დაბადებისთანავე დაღუპულა და არც რამდენიმე თვის შემდეგ. ექიმებმა თავიდანვე განაცხადეს, რომ ახალშობილი ვერასდროს შეძლებდა დამოუკიდებლად მოძრაობას და ემოციების გამოხატვას. გოგონას მშობლები, 37 წლის სიენა კინგი და 31 წლის ენტონი უეთერელი ინგლისის ქალაქ ეილსბერიში ცხოვრობენ. ექიმებმა მათ ისიც უთხრეს, რომ გოგონა ბრმა და ყრუ იქნებოდა და მისი მდგომარეობა დროთა განმავლობაში უფრო დამძიმდებოდა, მაგრამ მშობლებმა გადაწყვიტეს, მედგრად გადაეტანათ ყოველგვარი სირთულე. და მხოლოდ მათი მზრუნველობის ნაყოფია ის, რომ ლილის მდგომარეობა დღეს არც ისეთი რთულია, როგორც პროგნოზირებდნენ – ბავშვი აღიქვამს მშობლების სახეებს, იღიმება, ფეხზეც კი დგება დამოუკიდებლად და კვირაში ორჯერ სკოლაში დაჰყავთ.

ამ სურათზე მარცხნივ ნორმალური ტვინია გამოსახული, მარჯვნივ კი ჰიდროანენცეფალია. ცისფრად აღნიშნულია არარსებული ნაწილი. ეს ანომალია ულტრაბგერითი გამოკვლევისას არ ჩანს. ექიმების თქმით, შესაძლოა, ორსულობისას ლილის ტვინმა ჟანგბადის შიმშილი გადაიტანა და ამიტომაც აღარ განვითარდა. ბავშვს აქვს ტვინის ის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია სუნთქვასა და ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციებზე და არ გააჩნია ის ნაწილები, რომლებიც პასუხს აგებენ ემოციებზე, მეხსიერებაზე, საუბარზე, ორგანიზმის კოორდინაცისა და შეგრძნებაზე.

ასეთი ბავშვის დაბადების ალბათობა 250 000 ახალშობილზე ერთია. მათ შორის ერთეულები აღწევენ 2 წლამდე, ასე რომ, ლილი ნამდვილი უნიკუმია. ლილი დღემდე მილის მეშვეობით იკვებება. არც ექიმებმა და არც მშობლებმა არ იციან, რამდენ ხანს იცოცხლებს გოგონა და რა ელის მას მომავალში, მაგრამ მშობლების უსაზღვრო სიყვარულის წყალობით დღეს იგი სკოლაშიც კი დადის.

„ისინი გვეუბნებოდნენ, რომ ლილის მდგომარეობა შეუთავსებელია სიცოცხლესთან, წაიყვანეთ სახლში და მასთან ბოლო დღეები გაატარეთო, მაგრამ ჩემი გოგონა მშვენივრად იზრდება. მართალია, ცუდად ხედავს, მაგრამ არც ბრმაა და არც ყრუ. ესმის, ვინაა მისი დედა და მამა, გვიღიმის კიდეც“, – ამბობს ლილის დედა.

სიენა კინგს ლილის ტყუპისცალი გოგონა გაურკვეველი მიზეზის გამო მუცელში დაეღუპა და ექიმებმა მას სასწრაფო საკეისრო კვეთა ჩაუტარეს.

 

წყარო: nostal.ge

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here