Home აღზრდა “ყველა თქვენი ბავშვის გაგდებას ითხოვს” – თბილისში ბაღს ბავშვისთვის კომპენსაციის გადახდა დააკისრეს

“ყველა თქვენი ბავშვის გაგდებას ითხოვს” – თბილისში ბაღს ბავშვისთვის კომპენსაციის გადახდა დააკისრეს

417
SHARE

ბავშვს, რომლის ინტერესებსაც სასამართლოში ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) იურისტები იცავდნენ, თბილისის ერთ-ერთ ერთი კერძო ბაღი მორალური ზიანის ასანაზღაურებლად ფულად კომპენსაციას გადაუხდის.

“არსებობს ბავშვების გულის ტკენის და დისკრიმინაციის ასეთი ფორმა #2: როდესაც მასწავლებლები და დირექცია მშობლებისგან ითხოვენ, უფრო კი აიძულებენ, ბავშვი გადაიყვანონ სხვა სკოლაში ან ბაღში, რადგან მათ თურმე ბავშვის ქცევა არ მოსწონთ.
როდესაც სკოლის ან ბაღის ადმინისტრაცია მშობელს, სხვა მშობლების პროტესტს აცნობებს და ითხოვს ბავშვის გადაყვანას: “რა ვქნა, ყველა მშობელი თქვენი ბავშვის სკოლიდან (ბაღიდან) გაგდებას ითხოვს და სხვაგან უნდა გადაიყვანოთ”.  ამაზე უწყება უკვე ჩაბარდა ერთ-ერთ კერძო ბაღს”, – აღნიშნავს ორგანიზაციის წარმომადგენელი ანა არგანაშვილი.

დისკრიმინაციულ მოპყრობასთან დაკავშირებული დავა მხარეებს შორის შეთანხმებით დასრულა და 30 მაისს საქალაქო სასამართლომ მორიგების აქტი დაამტკიცა.

“ნ.კ. თბილისის ერთ-ერთ კერძო ბაღში 2 წლის ასაკის აღსაზრდელთა ჯგუფში ირიცხებოდა. 2018 წლის იანვრის თვეში ბაღის ადმინისტრაციამ ბავშვი დაწესებულებიდან გარიცხა.  მათი განმარტებით, ბავშვი იყო აგრესიული, ზედმეტად აქტიური და არ შეეძლო ჯგუფში მუშაობა. გარიცხვის დოკუმენტში, აღინიშნა ისიც, რომ სხვა აღსაზრდელების მშობლები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ ნ.კ-ს ქმედებებთან დაკავშირებით”,- აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

PHR-მა დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენისა და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. ამასთან, საკითხის შესწავლის შემდეგ, საქართველოს სახალხო დამცველმა შეიმუშავა რეკომენდაცია, სადაც აღნიშნულია, რომ ბავშვი ბაღის მხრიდან  ქცევის ნიშნით აღქმითი პირდაპირი დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდა.

“რეკომენდაციაში სახალხო დამცველმა მიუთითა, რომ ბაღმა არ გადადგა სათანადო და აუცილებელი ნაბიჯები მის მიერვე დასახელებული პრობლემის აღმოსაფხვრელად. აღნიშნულის ნაცვლად, ბაღის ადმინისტრაციამ ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება ბავშვის გარიცხვის შესახებ, რაც გაუმართლებელია. ბავშვის ბაღიდან გაშვება ვერ იქნება მიჩნეული ბავშვის საუკეთესო ინტერესად, ვინაიდან გარიცხვამ შესაძლოა მძიმე ტრავმა მიაყენოს აღსაზრდელის ფსიქიკას”, – აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

ბაღის ადმინისტრაციამ გაიზიარა სახალხო დამცველის რეკომენდაცია და დათანხმდა მორალური ზიანის ანაზღაურების სახით დისკრიმინაციის მსხვერპლი ბავშვისთვის ფულადი კომპენსაციის ნებაყოფლობით გადახდას, რის შედეგადაც მხარეებს შორის სასამართლომ მორიგების აქტი დაამტკიცა.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here