Home მედიცინა საფენისმიერი დერმატიტი ახალშობილებსა და ადრეული ასაკის ბავშვებში

საფენისმიერი დერმატიტი ახალშობილებსა და ადრეული ასაკის ბავშვებში

172
SHARE

გამოყელვა, ანუ საფენისმიერი დერმატიტი, ახალშობილებისა და ად­რე­უ­ლი ასა­კის ბავ­შვების ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ხში­რი პრობლემაა, რო­მე­ლიც ვლინ­დე­ბა კა­ნის სა­ფენ­თან კონ­ტაქ­ტში მყო­ფი მი­და­მო­ე­ბის: დუნ­დუ­ლო­ე­ბის, ბოქ­ვე­ნის, გე­ნი­ტა­ლი­ე­ბი­სა და ბარ­ძა­ყის შიდა ზე­და­პი­რე­ბის და­ზი­ა­ნე­ბით. გამოყელვის სიმძიმე და­მო­კი­დე­ბუ­ლია სა­ფე­ნის გა­მო­ყე­ნე­ბის სიხ­ში­რე­ზე, საფენის  ხა­რისხზე, ბავშვის  პირ­ვე­ლად ტუ­ა­ლეტ­სა და  ჰი­გი­ე­ნა­ზე.

კა­ნის და­ზი­­ნე­ბის მი­ზე­ზე­ბია

ხა­ხუ­ნი, მა­ცე­რა­ცია, მა­ღა­ლი PH გა­რე­მო და ახალ­შო­ბი­ლებ­ში გა­ნავ­ლის მა­ღა­ლი ფერ­მენ­ტუ­ლი აქ­ტი­ო­ბა. სა­ფენ­ში შარ­დი­სა და გა­ნავ­ლო­ვა­ნი მა­სე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბით იზ­რდე­ბა ტე­ნი­ა­ნო­ბა, რაც საფენის ქვეშ ზრდის კა­ნის მა­ცე­რა­ცი­ა­ს, ცვლის მის მიკრობიოტას, ასუსტებს კანის ბარიერულ ფუნქციას და იწვევს მისი მთლიანობის დარღვევას . შედეგად, იზრდება ბაქტერიული აგენტებისა და ქი­მი­უ­რი გამ­ღი­ზი­ა­ნებ­ლე­ბი­ს (მაგ. საპონი) შეღ­წე­ვა­დო­ბა და დაინფიცირების რისკები. ამასთან ერთდ, განავალში არსებული ფერმენტები იწვევს ანთებას, აზიანებს და აღიზიანებს ბავშვის მგრძნობიარე კანს.

ახალშობილობის ასაკიდანვე მნიშვნელოვანია მეტი დადებითი ემოცია და ნაკლები სტრესი, ხოლო ზემოთ აღწერილი მდგომარეობები, როგორიცაა: დამწვრობა,  სიწითლე, შეშუპება, გამონაყარი და ტკივილი, დღის მანძილზე ბავშვის ჭირვეულობის, ტირილის, გაღიზიანებისა და ღამის მშვიდი ძილის დარღვევის მიზეზი ხდება.

 

საფენის დერმატიტის გამომწვევი მიზეზები

ჩვი­ლებ­ში ნაწლავების ხშირი მოქმედება, კა­ნის მუდ­მი­ვი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბის გამო, ლო­კა­ლუ­რად ზრდის სა­ფე­ნისმიერი  დერ­მა­ტი­ტის გან­ვი­თა­რე­ბის რისკს. საფენის ქვეშ გამოყელვის ალბათობა იზრდება ხელოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვებში, აგრეთვე ანტიბიოტიკების არარაციონალური და ხანგრძლივი დროით გამოყენების შემთხვევაში.

 

როგორ ავარიდოთ თავი საფენის დერმატიტს

სა­ფე­ნის ხში­რი გამოცვლა, (6-8ჯერ დღე­ში);

ჰა­­რი­სა და მზის აბა­ზა­ნე­ბი;

კა­ნის ნაზი გა­სუფ­თა­ვე­ბა თბილი წყლითა და ფიზიოლოგიური PH-ის შემცველი საშუალებებით;

სა­ფე­ნის სწო­რი და ზუს­ტი ზო­მე­ბის შერ­ჩე­ვა;

ბავ­შვის­თვის სა­უ­კე­თე­სო სა­ფე­ნის შერჩევა სა­დაო სა­კი­თხია. აბსორ­ბი­რე­ბა­დი გე­ლის შემ­ცვე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, არ არ­სე­ბობს კვლე­ვა, რო­მე­ლიც და­ა­დას­ტუ­რებს, რომ სა­ფე­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა ან სა­ხე­ო­ბა და­ი­ცავს ბავ­შვს სა­ფე­ნის ქვეშ გამოყელვის­გან.

გამოყელვის შემთხვევაში არ არის რეკომენდებული სი­მინ­დის ან ტალ­კის პუდ­რა

ტოქსი­­რო­ბი­ გამოუნდა გა­მოვ­რი­ცხოთ ბო­რის მჟა­ვასქა­ფუ­რისფე­ნო­ლისბენზოკაინის შემ­ცვე­ლი სა­შუ­­ლე­ბე­ბი.

გამოყელვის, ანუ საფენისმიერი დერმატიტის, პროფილაქტიკისა და მკურნალობის მიზნით გამოიყენება: კრემი „Diapo-Care(„დაიპო-ქეარ”). ეს არის ინოვაციური ფორმულა, რომელსაც გააჩნია ორმაგი მოქმედება:

  • იწვევს განავალში არსებული მავნე ფერმენტების ინაქტივაციას (გაუვნებელყოფას)  და ინარჩუნებს კანის ფიზიოლოგიურ PH  გარემოს.
  • დექსპანთენოლის შემცველობის გამო აღადგენს კანის მთლიანობას, აცხრობს ანთებას, აქრობს სიწითლეს, კანს უნარჩუნებს სინაზესა და ტენიანობას.

კრემი “დაიპო-ქეარ” -ის გამოყენება მიზანშეწონილია საფენის ყოველი გამოცვლის დროს.

კრემი “დაიპო-ქეარ” -ის შემადგენელი ნივთიერებები არატოქსიური და ჰიპოალერგიულია.

წარმოებულია ჰოლანდიაში.

სტატიის ავტორები:

ექიმი პედიატრი – თემურ მიქელაძე.

პედიატრ-ინფექციონისტი – ვიტალი ხარაშვილი.

 

წყარო: vidal.ge

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here