Home სხვადასხვა გართობა როგორ გაერთონ არდადეგებზე შინ გამოკეტილი მოცლილი ბავშვები – 11 იოლი იდეა

როგორ გაერთონ არდადეგებზე შინ გამოკეტილი მოცლილი ბავშვები – 11 იოლი იდეა

395
SHARE

ყველა ბავშვის ბედნიერი დრო – არდადეგები დადგა. მშობლებისთვის ეს მძიმე განსაცდელია – ყველაფრისგან მოცლილი და ენერგიით სავსე პატარები მთელი დღის განმავლობაში  სახლში ”დაძრწიან” და ”რაიმე საინტერესოს” ეძებენ. საბავშვო ცენტრებში გრიალი და ძვირადღირებული სათამაშოები ამ განსაცდელს მყისვე მოაგვარებს, მაგრამ ოჯახების უმრავლესობისთვის ეს დიდი ფუფუნებაა.

ამიტომ, დროა, დავფიქრდეთ, როგორ გავართოთ ბავშვი. დედამ, როგორი დაკავებულიც არ უნდა იყოს, დღეში 15-დან 30 წუთამდე უნდა დაუთმოს შვილს. ჩვენ მიერ შედგენილი გასართობის სია ყველა ასაკის ბავშვისთვისაა გამოსადეგი. მაშ ასე, რითი უნდა გაართოთ შვილი არდადეგების პერიოდში:

1. სამაგიდო თამაშები
მაგიდის თამაშების მთავარი სარგებელი ურთიერთობის დამყარებაა. თამაშისას ბავშვი პირველ რიგში წესების დაცვას სწავლობს. უვითარდება მოთმინება (როცა თავის რიგს ელის), ეჩვევა მოგებისკენ სწრაფვას და წაგებასთან შეგუებას. ასწავლის სწორად რეაგირებას გამარჯვებასა თუ მარცხზე. ასეთი თამაშების არჩევანი წიგნის მაღაზიებში დიდია, თუმცა ყველაზე იაფად მათ საბავშვო ჟურნალებში შეხვდებით. მაგალითად, ჟურნალ “საბავშვო კარუსელის” ყოველ ნომერში სამაგიდო თამაში დაგხვდებათ.

mshoblebi

2. ფაზლი

მარტივი ნახატის აწყობა ბავშვს თავადაც უნდა შეძლოს, მაგრამ თავდაპირველად დაეხმარეთ. გირჩევთ, არ შეიძინოთ 300 ფრაგმენტზე მეტი ფაზლიანი ნახატი, რომელზეც ცხოველებია გამოსახული. ფაფარმა და ფუმფულა კუდმა ბავშვი შეიძლება საბოლოოდ დააბნიოს. ფაზლი აუმჯობესებს მცირე მოტ ორიკას.

3. წიგნების კითხვა
ორი ვარიანტია: ბავშვი ან ინტერესით კითხულობს, ან საერთოდ უარს ამბობს წიგნებზე. თუ ბავშვს კითხვა არ უყვარს, თავად წაუკითხეთ. ეცადეთ, დააინტერესოთ, კითხვა საინტერესო ადგილზე გაწყვიტოთ.

4. ჭადრაკი, შაში, დომინო, ნარდი, ლოტო
სამწუხაროდ, წავიდა ის დრო, როცა ოჯახები ლოტოს, ნარდს, დომინოს თამაშობდნენ. აღადგინეთ ეს სასარგებლო ტრადიცია, ბავშვისთვის ის სიახლეა.

5. კარტის თამაში, ფოკუსები, პასეანსი კარტით
გაიხსენეთ ბავშვობა, ფოკუსები და ასწავლეთ ბავშვს. ამასთანავე, კარტის თამაში, აუმჯობესებს მეხსიერებასა და ყურადღებას.

6. გასავითარებელი თამაშები:
საბავშვო ჟურნალები, გასაფერადებლები, სახატავი მოწყობილობა, პლასტელინი

mshoblebi

გაიხსენეთ, ბავშვობაში რამდენ ხანს ანდომებდით ხატვს, ძერწვას, გაფერადებას. შვილს ასწავლეთ ცხოველების, ყვავილების ან უჩვეულო საგნების (ტორტი, ერბოკვერცხი) გამოძერწვა.

7. ხელსაქმე
თუ გოგონა გყავთ, ასწავლეთ ქსოვა, ქარგვა. ბიჭს ხეზე მუშაობა, ლურსმნის ჩარჭობა, მცირე სარემონტო საქმეებშიც აიყოლიეთ.

8. თამაში ქაღალდით და ფანქრით
გახსოვთ “ჩამოხრჩობანა”, “საზღვაო ბრძოლა”, “X-0”; გაიხსენეთ და ბავშვსაც ასწავლეთ.

9. დასაწებებელი, აპლიკაცია
საინტერესო პროცესია, ბავშვთან ერთად შეგიძლიათ დახატო, გამოჭრათ და შექმნათ კომპოზიციები.

10 სასარგებლო საქმიანობა
თამაშს შემდეგ წესრიგის დამყარება, სათამაშოების დალაგება, საჭმლის მომზადება და ა.შ.
რასაც ბავშვს ახლა ასწავლით, მომავალში ყველაფერი გამოადგებათ. საკუთარი ნივთების, სამოსის მილაგება, მცირე ნივთების რეცხვა, სადილის მომზადება, ან პროცესში ჩართვა, მოხმარება.

11. კომპიუტერული თამაშები და ტელევიზორის ყურება
სამწუხაროდ, ამ პროცესს ვერსად გაექცევით. შეურჩიეთ ბავშვს მისთვის აინტერესო გადაცემები, პროგრამები, მულტფილმები. თუმცა, განსაზღვრეთ დროც. ბავშვმა შეიძლება ტელევიზორთან და კომპიუტერთან მთელი დღე გაატარო.

 

წყარო: mshoblebi.ge

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here