Home განათლება უნივერსიტეტებს სტიპენდიანტებისთვის გასაცემი თანხები ჩაერიცხათ

უნივერსიტეტებს სტიპენდიანტებისთვის გასაცემი თანხები ჩაერიცხათ

76
SHARE

„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” პროგრამის ფარგლებში, უნივერსიტეტებს სტიპენდიანტებისთვის გასაცემი თანხები ჩაერიცხათ.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს” საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს.

“სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” პროგრამის ფარგლებში, 2018-2019 სასწავლო წლის მე-2 სემესტრისთვის სსიპ – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტიპენდიანტთა რაოდენობები დამტკიცდა. ბრძანებები გადაგზავნილია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. თანხა უკვე გადარიცხულია”, – განაცხადეს სამინისტროში.

„ინტერპრესნიუსის” კითხვაზე, რატომ დააგვიანდა ე.წ. პრეზიდენტის სტიპენდიის გადარიცხვა უნივერსიტეტებისთვის, განათლების სამინისტროში უპასუხეს, რომ ეს ტექნიკური საკითხების დაზუსტების მიზეზით მოხდა.

„პროგრამის ტექნიკური საკითხების დაზუსტების გამო, ბრძანების გამოცემა დროში გაჭიანურდა”, – აღნიშნეს სამინისტროში.

შეგახსენებთ, გუშინ სტუდენტებმა განათლების სამინისტროსთან სტიპენდიების დაგვიანება გააპროტესტეს. მათ შორის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები იყვნენ.

 

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here